დავით ნარმანია: გენერალური გეგმა არის ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ყველა კმაყოფილი ვერ იქნება

დავით ნარმანია: გენერალური გეგმა არის ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ყველა კმაყოფილი ვერ იქნება

access_time2018-10-11 10:00:34

„გენერალური გეგმა არის ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ყველა ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება. მთავარია საბოლოო ჯამში საზოგადოებამ დედაქალაქის სწორი განვითარების სახით სარგებელი მიიღოს,“  - ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

 

 როგორც ნარმანია აცხადებს,  ახალი გენერალური გეგმის შედეგად შეიძლება ცალკეული მესაკუთრეების უფლებები შეიზღუდოს.

 

„არ არის გამორიცხული, რომ ახალი გეგმის დამტკიცების შემდეგ, ცალკეული მესაკუთრეების შეზღუდვა მოხდეს.მაგალითად,  შეიძლება ვინმეს თავის დროზე მიწა აქვს ნაყიდი და ამ ადგილზე სხვა საჯარო პროექტის განხორციელება დაიგეგმოს. ასეთ შემთხვევაში დედაქალაქის მერია მას საკუთრებას შეუცვლის. ეს არ ნიშნავს, რომ გეგმას ხარვეზი აქვს. მთავარია, რომ ცალკეული შეზღუდვების გადანაწილება ისე მოხდეს, რომ საკუთრების უფლებები არ დაირღვეს. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალური გეგმა საკრებულოს მიერ დამტკიცდება და საბოლოო ჯამში დადებით დოკუმენტს მივიღებთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


დავით ნარმანიას განცხადებითვე, მისი დედაქალაქის მმართველობის პერიოდში გენერალურ გეგმაზე სერიოზული ანალიტიკური სამუშაოები ხორციელდებოდა. მისივე თმით, გენგეგმის დახვეწა დედაქალაქის ახალი მერის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე მოხდა. დედაქალაქის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ თბილისის ახალი გენგეგმა დადებით შედეგებს მოტანს.

 

„გენერალური გეგმის დამტკიცებას წინ ძალიან მნიშვნელოვანი წინამოსამზადებელი ეტაპი უძღოდა. სერიოზული ანალიტიკური და კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა სხვადასხვა გამოცდილების და ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

 

ბუნებრივია, მისი დახვეწა ბოლო პერიოდში იმ საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე მოხდა, რომელიც ახალ მერს აქვს. შესაბამისად, საყოველთაოდ შეჯერებული და კონსესუსზე დაფუძნებული გეგმა იქნება მიღებული. დედაქალაქის ახალი გეგმა ძალიან ბევრ საკითხს სხვანაირად გადაალაგებს. კონკრეტულად კი ურბანულ ნაწილს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

შეგახსენებთ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს სხდომაზე უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






"კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ" - სადაზღვევო კომპანიები ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

access_time2018-12-11 20:00:20
სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას. „სიტუაცია დღითიდღე უფრო უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო...

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა
access_time2018-12-11 20:30:00
საქართველოს უმდიდრესი ადამიანის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება 180 მლნ. დოლარით შემცირდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ივანიშვილი Bloomberg-ის პერიოდულ რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა. 2018 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ ლიდერის ქონება 5,8 მლრდ. დოლარს შეადგენდა და მას 295-ე ადგილი ეკავა. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს - 5,9 მლრდ. დოლარს 2018 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო...

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით
access_time2018-12-11 18:40:00
არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კორუფციული გარიგებების ეპიცენტრში სახელმწიფო შესყიდვები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა როგორც ბიზნესის, ისევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ხშირია საუბრები ტენდერებსა და პირდაპირი მიყიდვით გზით შესყიდვებში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რადგან საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილ ფულად სახსრებსა და მის რაციონალურ ხარჯვას ეხება. 2015 წელს პირდაპირი...

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია ყაზბეგი იყიდოს

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია  ყაზბეგი იყიდოს
access_time2018-12-11 16:35:56
ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. Marketer.ge -ს ინფორმაციით, „აისის“ მწარმოებელი Global Beer Georgia (საქართველოს კაპიტალი) კომპანია „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან...

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში
access_time2018-12-11 18:00:16
დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, კომპანიამ საქართველოს მაშტაბით, 120 000-მდე კვადრატული მეტრის მშენებლობა განახორციელა, ამჟამად კი,თბილისის ცენტრალურ უბნებში 3 მიმდინარე პროექტს ახორციელებს. ამ მოკლე პერიოდში,„ სამშენებლო ინვესტიციები“ ჩამოყალიბდა  სანდო და ხარისხიან კომპანიად. ის განაგრძობს ზრდას, როგორც სამშენებლო-ტექნოლოგიური, ასევე პროექტების ზრდის...


მსგავსი სიახლეები

up