დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

access_time2019-10-13 12:00:28


„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა 7-8%-ია“, - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ, რომელმაც ენერგეტიკის რეგულირების მიმდინარე გამოწვევებსა და განვითარების ხედვებზე ისაუბრა.



მოთხოვნის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში ტურიზმის სექტორში არსებული მაღალი აქტივობა, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი საოჯახო ტიპის აპარტამენტებისა და სასტუმროების მშენებლობა, გასათვალისწინებელია სახელმწიფო პროგრამების ზრდა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის,რომლებიც საჭიროებენ დამატებით სიმძლავრეს. ინტენსიური ტემპებით მიმდინარეობს კრიპტოვალუტის წარმოება, რაც საკმაოდ დიდი სიმძლავრის ენერგიას საჭიროებს. კრიპტო ინდუსტრიამ თავისთვის საინტერესო გარემო ნახა საქართველოში, რაც მეტი წილად დამოკიდებულია იაფ ფასზე. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,რომ ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი დაიხარჯოს ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც ადამიანს არ ასაქმებს ან მნიშვნელოვანი შემოსავლები არ შეაქვს ბიუჯეტში და წაგვართვას იაფიანი ენერგია.



მოთხოვნა გაიზარდა და სწორედ ამიტომ გავხდით იმპორტზე დამოკიდებული. იმპორტული ელექტროენერგია ძვირია. ეტაპობრივად დაწყებულია მსხვილი მომხმარებლების ბაზრიდან გაყვანა. ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც. მის შესაძენად გვჭირდება ვალუტა,რომელიც გაედინება გარეთ , რაც ეს კურსზეც აისახება. იმისთვის,რომ არ გაგვიძვირდეს ელექტროენერგია და ენერგიის შესასყიდმა ფასმა ან გადასარიცხმა დოლარმა არ იქონიოს ზეგავლება, გვჭირდება ადგილობრივი გენერაცია. არ უნდა ვიყოთ ნებისმიერი ჰესის აშენების წინააღმდეგი. შეიძლება შევეწყინააღმდეგოთ ისეთი ჰესის მშენებლობას,რომელიც მნიშნელოვან ეკოლოგიურ გავლენას ახდენს, თუმცა ჩვენი კანონი ითვალისწინებს გზშ-ს მომზადებას და თუ დადგინდება,რომ ჰესი მნიშვნელოვან კატასტროფას გამოიწვევს ან რაიმე დაზიანდება, ან ტურისტების შემცირებას გამოიწვევს, ვიტყვით უარს,“ - ამბობს ნარმანია.




დავით ნარმანიამ ასევე ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ მომზადებულ ახალ კანონპროექტზე.



„კანონის პირველი მოსმენით განხილვა დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უკვე იყო, პრინციპების დონეზე მსჯელობა გაიმართა. კანონი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მარეგულირებელი კომისიაც იყო ჩართული განხილვებში. ძირითადი საკითხები რაც არის შესახული ეხება ღია ბაზრის ფორმირებას, ასევე დაგეგმილია გადაცემია და მიწოდების გამიჯვნა, მარეგულირებელი კომისია მეტ დამოუკიდებლობას იძენს, მას ემატება ბაზრის მონიტორინგის ელემენტი და ბაზრის მონიგოტინგის წესის პროექტი უკვე მზად არის. მზად არის ასევე ინვესტორების შეფასების წესი, როგორც კი მარეგულირებელი კომისია განაახლებს საჯარო სხდომებს, ჩვენ მივიღებთ დაახლოებით, 20-მდე რეგულაციას,რომლებიც ახლებურად დაარეგულირებენ სექტორს,“ - ამბობს დავით ნარმანია.



ნათია კეკენაძე





15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

 როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები
access_time2019-11-14 20:15:29
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი....

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up