დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

access_time2019-12-14 10:50:54

„ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მთავრობასთან ერთად აპირებს, რათა კურსის რყევის შემთხვევაშიც ამან გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით  განაცხადა.

 

 

 

სემეკ-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტარიფის დადგენისას დიდი მნიშვნელობა სამ კომპონენტს ენიჭება, როგორიცაა ენერგოკომპანიების მომავალი წლის საინვესტიციო გეგმა, ვალუტის კურსი და საოპერაციო ხარჯები.

 

 

„ინვესტიციების მოცულობა დიდწილად სისტემის გამართვას ემსახურება. კერძოდ, გაზგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებას, მრიცხველების გამართვას, რაც გაზის ხარისხიან და სტაბილურ მიწოდებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ კომპანიების განაცხადებს, ამაზე დაყრდნობით ვწურავთ წინადადებებს და საბაზრო ფასებით ვამტკიცებთ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმებს. ასევე, ვსწავლობთ პროექტების მიზანშეწონილობას და თუ პროექტი მიზანშეუწონელია, არ ვითანხმებთ. ასე რომ, ერთია, კომპანიები რას წარმოადგენენ და მეორე, ჩვენ რას ვამტკიცებთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

 


 

 

მისი თქმით, უკვე დამტკიცებულია გაზის ტრანსპორტირებისა და მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო განაცხადები. რაც შეეხება აზერბაიჯანულ „სოკარს“, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავრი მომწოდებელია და „თბილისი ენერჯის“, რომელიც დედაქალაქში გაზგამანაწილებელი ქსელს ფლობს და მართავს, მათი საინვესტიციო განაცხადები უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

 

 

რაც შეეხება პროგნოზს, თუ რამდენად მოსალოდნელია ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სემეკ-ის თავმჯდომარის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა ტარიფის ზრდის საფუძველს არ იძლევა.

 

 

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მის დაქვემდებარებაში მყოფ ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან, რომელსაც ბუნებრივი აირის გარკვეული რესურსი აქვს. სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანულ „სოკართან“, რომელიც გაზის დიდი წილის მომწოდებელია. ამ მოცემულობების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, გაზის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს, ვალუტის კურსის ბოლო პერიოდის ოპტიმისტური მაჩვენებლებიც გარკვეული თვალსაზრისით ამცირებს ამ მოლოდინს. გასულ წელს, როდესაც ერთწლიანი ტარიფი დადგინდა, ლარის კურსი 2.66 იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, თუ ბოლო რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, სცენარი პესიმისტური იყო – ახალა შედარებით ოპტიმისტურია. მიუხედავად ყველა მოცემულობისა, ქვეყანაში არსებობს კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც მთავრობასთან ერთად ვაპირებთ, რათა კურსის რყევის შემთხევაშიც ამან ტარიფზე გავლენა არ მოახდინოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

წყარო: პირველ არხი





„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up