დავით მირცხულავა: საპენსიო სააგენტოს მიერ ფულის ენერგეტიკულ სექტორში დაბანდება, მომგებიანი იქნება

დავით მირცხულავა: საპენსიო სააგენტოს მიერ ფულის ენერგეტიკულ სექტორში დაბანდება, მომგებიანი იქნება

access_time2019-07-12 09:00:44

„საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების ენერგეტიკის მიმართლებით დაბანდება მომგებიანი იქნება,“–ასე ეხმაურება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა რამდენიმე დღის წინ, საპენსიო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტომ შესაძლებელია ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის დაფინანსება დაიწყოს. ასევე შეიძლება მიმზიდველი იყოს ტელეკომუნიკაციებისა და ლოგისტიკის სექტორები.



როგორც მირცხულავა აცხადებს, საპენსიო ფონდებში აკუმულირებულ თანხების ენერეგეტიკულ პროექტებში დაბანდების დიდი პრაქტიკაა. ეს ფონდებისთვისაც კარგია, რადგან ეს არის სტაბილური შემოსავალი, სტაბილური მოგება. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენთანც ეს განხორციელდება, უბრალოდ, მისასალმებელია.



კითხვაზე, არის თუ არა ენერგეტიკაში საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების ენერგეტიკაში განთავსება გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული, მირცხულავა განმარტავს, რომ რისკები ნაკლებია, რადგან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ჩვენთან თანდათან იზრდება.


მირცხულავას განმარტებით, თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, 1999 წლიდან 2004 წლამდე საქართველოში 24 მეგავატი სიმძლვრეა აშენებული, 2004–2012 წლებში–15 მეგავატი სიმძლავრეა ძალაში შესული, 2012 წლიდან დღემდე 1035 მეგავატი. გარკვეული ბუმი იყო, ეს ყველაფერი კი დაკავშირებული იყო იმასთნ, რომ არსებობდა ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმება.




„მე ბევრჯერ გამიკრიტიკებია ასეთი ხელშეკრულებების არსებობა, ამ მეთოდში ბევრი წუნი იყო, თუმცა, ეს აძლევდა გარკვეულ სტიმულირებას ინვესტორებს. რეგიონი მოგეხსენებათ მაღალი რისკის შემცველია, საინვესტიციო კლიმატისთვის ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება კი ძალიან მიმზიდველი იყო. ამ მეთოდს თავისი მინუსები ჰქონდა, მაგრამ არც ისე შეიძლება, რომ არ ხდებოდეს არანაირი სტიმულირება ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობის კუთხით. გარკვეული სტიმულირების მექანიზმი უნდა მოიძებნოს. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამართლებული იქნება საპენსიო ფონდის სწორედ ამ კუთხით გამოყენება იმ დარგში (ვგულისხმობ ენერგეტიკას), რომელიც წლების მანძილზე მისცემს მოგებას,“–აცხადებს მირცხულავა.



მისივე განცხადებით, ეს იდეა წაადგება როგორც საპენსიო ფონდს, ისე მთლიანდ ენერგეტიკის სექტორს. როგორც მირცხულავა აცხადებს, 2030 წლამდე საქართველო ენერგეტიკის თვალსაზრისით, დეფიციტურ ქვეყანად რჩება. ელექტროენერგიას ვყიდულობთ, ასევე უდიდესი თანხები იხარჯება ენერგოშემცველების შესყიდვის გამო. მოგესხენებათ, რომ ჩვენი თბოსადგურები მუშაობენ იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე. აქედან გამომდინარე, ელექტროენრგია ჩვენთან მუდმივად მოთხოვნადი იქნება.


ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მოსაზრებით,  მომგებიანი იქნებ განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირებაც. ჰიდროსადგურების გარდა ქარის სადგურებში, მზის სადგურებში და ა.შ.


კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში ხომ არ იქნება კერძო სექტორის კონკურენტი მთავრობა, მირცხულავა განმარტავს, რომ სავარაუდოდ არა, რადგან შეიძლება ფონდმა დაამუშაოს მეთოდოლოგია, როდესაც გარკვეული წლების განმავლობაში შევიდეს პროექტში, მიიღოს შესაბამისი დივიდენდი და შემდეგ გამოვიდეს.


სოფო ქსოვრელი





ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up