დავით მირცხულავა: საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე იზრდება

დავით მირცხულავა: საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე იზრდება

access_time2019-05-17 09:00:58


„2030 წლის, ელექტროენერგიის მოხმარება  22 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზრდება, რაც დღევანდელი რესურსის 30-40%-ით გაზრდას ნიშნავს. ამდენად, მნიშვნელოვანია ჰიდროსადგურების როლი,“ - განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად.


 „ეკონომიკის განვითარებას თან უნდა სდევდეს ენერგეტიკის განვითარება. ტენდეცია ასეთია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში - ენერგო მოხმარება იზრდება. ზრდა ძირითადად  განვითარებად ქვეყნებზე მოდის, როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, ლათინო ამერიკა, ინდო-ჩინეთი. პარალელურად, ინტერესი იზრდება განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე და მისი ჩანაცვლების პერსპექტივებზე. მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს,  მოვაგვაროთ ენერგიის შენახვასთან დაკავშირებული პრობლემები.


საქართველოში ენერგო მოხმარების ინტენსიური ზრდა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება იმპორტი და იზრდება ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე. ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება მაქსიმალურად  ზამთარში იზრდება.  თუმცა, მოხმარება უკვე გაზრდილია ზაფხულის პერიოდშიც. 90-იან წლებს თუ შევადარებთ, ზაფხულის პერიოდში საქართველო, პირიქით, ექსპორტიორი ქვეყანა იყო და ენერგია გადიოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგიის სიჭარბე არსებობდა.  თუმცა, ახლა უკვე ზაფხულში მოხმარების ზრდაც ინტენსიურ ფაზაშია გადასული, რაც გამოწვეულია, მაგალითად, ტურიზმის განვითარებით,“ - აღნიშნა დავით მირცხულავამ.


ენერგეტიკის ექსპერტის თქმით, მოკლე პერიოდში საქართველოში 21 ჰესამდე აშენდა, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი. უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, მათ შორის მზე და ქარი. 



„2030 წლისთვის დომინანტი ისევ ჰიდრო რესურსი იქნება, რადგან იგი ძალიან ჭარბად გვაქვს. რამდენიმე წყალსაცავის აშენება აუცილებელია. ტყიბულში ნახშირის ათვისებასთან დაკავშირებული პროექტიც სწორედ სახელმწიფოს მიერ საკუთარი რესურსების ათვისების ერთ-ერთი მაგალითია. აუცილებელია დაცული იქნას გარემოსდაცვითი პირობები და პარალელურად, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანამ ყველა რესურსი უნდა აითვისოს. ყურადღებას გავამახვილებ ასევე მშენებლობისა და გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე, ამ მხრივ ყველაზე მაღალი სტანდარტები უნდა დაინერგოს. მიმაჩნია, რომ რადგან სადგურების ათვისების პრობლემა გვაქვს, ე.ი პრობლემა არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაციაშიც. საჭიროა ამ მხრივ სოციალური საკითხების გადაწყვეტა, ვფიქრობ, შეიძლება ეს ყოველივე საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს. აუცილებლად უნდა შეეხოს კონკრეტულ თემს, რეგიონს. ის ბენეფიტები, რასაც მოიტანს სადგურების მშენებლობა. თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს მრავალწლიანი სარგებელი.


ჰიდროელექტროსადგურების მხრივ, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ხუდონ ჰესია, ის ეროვნული ბანკის ფუნქციას ასრულებს და აქვს ყველაზე იაფი ენერგია. მას  თითქმის ორი ჟინვალ ჰესის პოტენციალი აქვს.ასევე, აუცილებელია  ნენსკრა ჰესის მშენებლობა. დღეს ჩვენი წლიური მოხმარება 14 მილიარდს კილოვატ საათს შეადგენს, აქედან ხუდონ ჰესს მილიარდნახევარი ,ნენსკრა ჰესს მილიარდ ორასი,  ნამახვანს კი მილიარდ ოთხასი კილოვატ საათის გამომომუშავება შეუძლია. ეს სადგურები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, 2030 წლის პროგნოზით  22 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზრდება მოხმარება, რაც 30-40%-ით გაზრდას ნიშნავს. ამდენად, მნიშვნელოვანია ჰიდროსადგურების როლი.


 ინვესტიციებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად უნდა შევუწყოთ ხელი,გარკვეული სახის სტიმულირებაა საჭირო. ევროპაში მრავალი მოდელი განხორციელდა, მაგალითად, გერმანიაში ფიქსირებული ტარიფები არსებობს. გარკვეული სიდიდის ჰიდროელექტროსადგურებს უნდა მიეცეთ გარანტიები, რაც შესყიდვების ხელშეკრულებაში გაიწერება.  აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ სტიმულირების მექანიზმები, - ამბობს დავით მირცხულავა.


კომერსანტი








რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

„ტოიოტა ცენტრმა“ მაღალი გადასახადის გამო TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

„ტოიოტა ცენტრმა“  მაღალი გადასახადის გამო  TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“
access_time2019-07-18 13:00:02
„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia-ს  თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...


მსგავსი სიახლეები

up