დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“

დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“

access_time2019-03-18 12:00:48

ატომური ელექტროსადგურები - თემა, რომელიც საქართველოში აქტუალური გახდა. 

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემცირებამ და ინვესტიციების კლების პარალელურად ენერგეტიკოსები სულ უფრო ამახვილებენ ყურადღებას ატომური სადგურების მშენებლობის საჭიროებაზე. ამჯერად ენერგეტიკოს რევაზ არველაძის შემდეგ ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საუბრობს:


„ვინც სერიოზულად არის ჩართული ქართულ ენერგეტიკაში, კარგად იცის რომ არ შენდება სიმძლავრეები; არ ხორციელდება პროექტები, რის გამოც მკვეთრად იკლო ენერგეტიკულმა ბალანსმა და ინვესტიციებმა. ზუსტად ამიტომ, დაახლოებით 10-15 წელში, ან უფრო ადრეც, საქართველოში შესაძლოა ნამდვილად დადგეს რეალობა, რომ ატომური სადგურების მშენებლობის საჭირო გახდეს. ეს იქნება ალტერნატივა“.



 მირცხულავა პარალელს დასავლეთის ქვეყნებთან ავლებს. მისი თქმით, ევროპის ყველა ქვეყანამ არსებული მდინარეები სრულად აითვისა. ახლა ზუსტად იმავეს იმეორებს ლათინიური ამერიკაც. მაშინ, როდესაც მსოფლიო ცდილობს ააშენოს და განავითაროს ჰიდროელექტროსადგურები, საქართველო ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანაა. აქ ჰესების მშენებლობას პირდაპირი წესით ებრძვიან.  


„არსად ისეთი შემოტევები და დაპირისპირებები არ არის ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში, როგორც საქართველოში. არ ვიცი, ამ ყველაფრის უკან ვინ დგას, მაგრამ ფაქტია მსგავსი ქმედება მიგვიყვანს ალტერნატიული წყაროების მოძიებისკენ. აქ კი ვერ მოვიაზრებთ ქარის და მზის სადგურებს, რადგან მათ განვითარებასაც ჰესები სჭირდება. ამიტომაც ერთადერთი არჩევანია ატომური სადგურები“,- განმარტავს დავით მირცხულავა.




სალომე ლემონჯავა





სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს
access_time2021-01-15 16:00:22
ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.   - როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს...

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში
access_time2021-01-15 17:00:47
ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზე მარკეტინგულმა კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up