დავით მირცხულავა კალაძეს ეთანხმება - აუცილებელია ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა

დავით მირცხულავა კალაძეს ეთანხმება - აუცილებელია ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა

access_time2019-09-16 10:00:07

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პრემიერმინისტრს ეკონომიკის სამინისტროსგან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის შესახებ წერილით მიმართა. წერილი გიორგი გახარიას უკვე გადაეგზავნა. ამის პარალელურად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც არის ენერგეტიკა, ცალკე სამინისტროდ უნდა არსებობდეს.


კალაძის თქმით, თავის დროზე, როდესაც მმართველმა გუნდმა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა.


“კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას პოზიციით დაინტერესდა. მირცხულავას განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის აუცილებლობა აჩვენა.

 

„იმ პერიოდში, როდესაც სამინიტრო გაუქმდა მე არ ვყოფილვარ ამის წინააღმდეგი, თუმცა ახლა ნამდვილად  ვგრძნობ, რომ სამინისტრო საჭიროა. იმიტომ, რომ იმდენად მნიშვნელოვანი პროექტები და იმდენად მნიშნელოვანი გარდაქმნებია დაგეგმილი, რომ აუცილებელია სამინისტროს არსებობა, გარდა ამისა ენერგეტიკაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე  მსხვილი საინვესტიციო პაკეტი. თუ გვინდა ინვესტიციებს უფრო შეეწყოს ხელი და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს, მიმაჩნია, რომ სამინისტრო უნდა აღდგეს და ახლებურად უნდა მიუდგეს მრავალ პრობლემას. ძნელია იმის თქმა, შეცდომა იყო თუ არა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება, ყოველ შემთხვევაში მე მქონდა მოლოდინი, რომ მრავალი საკითხი უფრო მარტივად იქნებოდა გადაწყვეტილი ეკონომიკის სამინისტროში ყოფნის დროს“,- აცხადებს დავით მირცხულავა.

 

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი განმარტავს, თუ რატომ იყო ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგი.


 

„იმ პერიოდს დაემთხვა მორატორიუმების გამოცხადება, ისეთი პერიოდი იყო, რომ რაღაც გასაკეთებელი იყო და ვიფიქრე, ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანება ერთი ფანჯრის პრინციპს დანერგავდა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა ვფიქრობ, უკეთესია კონცენტრირებული ერთი ფანჯრის პრინციპი იყოს, რადგან კიდევ გავიმეორებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციურად საინვესტიციო დარგია“,- განმარტავს დავით მირცხულავა.

 


დავით მირცხულავა ამბობს, რომ თუ  ენერგეტიკის სამინიტრო აღდგება, უწყებამ ახლებური ხედვებით უნდა იმუშაოს, რათა ენერგეტიკის მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს.


 

„გამოწვევები არის გაცილებით დიდი და  მნიშნელოვანი. იმის გამო, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ საინვესტიციო კლიმატზე, უნდა ჩამოვყალიბდეთ სხვადასხვა პროექტების, კერძოდ განახლებადი პროექტების სტიმულირების მექანიზმზე. საბაზრო ძალა ჯერ-ჯერობით არ არის ჩვენ ქვეყანაში ისეთი ძლიერი, რომ ინვესტორებისთვის ეს იყოს გარანტია და რისკები იყოს შემცირებული. აქედან გამომდინარე, უნდა მოიძებნოს რაღაც მექანიზმი, რომლებიც პროექტების განხორცილებას და ინვესტორებისთვის შექმნის ისეთ კლიმატს, რომ ისინი მოვლენ ამ დარგში. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის მოძებნილი ასეთი სტიმულირების მექანიზმი. დღეს არის საჭირო სტიმულირების მექანიზმების ჩამოყალიბება, ასევე ლიბერალურ ბაზარზე გადავდივართ და აქაც უამრავი ამოცანა გამოჩნდა. ასევე არის კანონი, რომელიც დახვეწას მოითხოვს და ა.შ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა იზრდება ელექტროენერგიაზე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები“,- განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წელს გაუქმდა, მისი ფუნქციები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. 2018 წლის ივნისში მამუკა ბახტაძის გაპრემიერების შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს ფუნქციები დაემატა და ენერგეტიკის საკითხებიც შეუერთდა.

 


ბაჩო ადამია




ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up