დავით მირცხულავა: „გაზპრომთან გაუმჯობესებული პირობები არ ეხება მოსახლეობას და ენერგეტიკას“

დავით მირცხულავა: „გაზპრომთან გაუმჯობესებული პირობები არ ეხება მოსახლეობას და ენერგეტიკას“

access_time2019-03-13 12:00:59

ქართული მხარის მოლაპარაკებები გაზპრომთან დასრულდა. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გაცხადებით, ხელშეკრულების პირობები გაუმჯობესებულია, თუმცა რა პირობებია გათვალისწინებული, ეს წინა ხელშეკრულების მსგავსად, კვლევაც გასაიდუმლოებული რჩება.


საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა მოლაპარაკების შედეგებს კომერსანტთან აფასებს:  სიახლე მოსახლეობასა და ენერგეტიკის სფეროს არ შეეხება. შედარებით დაბალი ტარიფებით გაზს მიიღებს მხოლოდ ვიწრო მიმართულება  ეკონომიკური სექტორი.


„ახლა კომერციულ მომხმარებლებს, ანუ ეკონომიკურ სექტორს საშუალება მიეცა პირდაპირი ხელშეკრულებით შეიძინოს გაზი გაზექსპორტიდან, რაც საკმაოდ კარგი მოვლენაა.  დიახ, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ რუსეთიდან გაზის შესყიდვა დიდ რისკებს უკავშირდება, მაგრამ ამ შეთხვევაში იმდენად მცირე ოდენობაზეა საუბარი (ჩვენი მოხმარების დაახლოებით 5-7 %), რომ ეს არაფერს შეცვლის. საქართველოში ზოგადად კომერციული გაზი საკმაოდ ძვირია და ახალი გაუმჯობესებული პირობების შედეგად ბაზარზე გაჩნდება შედარებით იაფიანი გაზი. ზუსტი ციფრები უცნობია, რა ეღირება, მაგრამ საუბარია დაახლოებთ 185-200 დოლარზე. აქვე განვმეორდები, სიახლე არ შეეხება მოსახლეობას და ენერგეტიკას, რომლისთვისაც ჯერჯერობით არაფერი იცვლება,“- განმარტავს  საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა.


იმის გამო, რომ თითქმის 12 წელია, რაც გაზპრომთან მოლაპარაკებები კონფიდენციალურია, დავით მირცხულავას უჭირს დეტალურად შეაფასოს პირობები. მისი თქმით, აუცილებელია რომ მხარეები შეთანხმდნენ და მთლიანი პროცესი გახდეს გამჭირვალე, მათ შორის ხელშეკრულების ნაწილიც. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ბევრი წელი კითხვებს პასუხები ვერ გაეცემა:



„სხვა ქვეყნებში როდესაც საუბარია გაზსსა და ტრანზიტის ფასზე, საერთოდ ყველაფერი ღია და გამჭირვალეა. ჩვენთან პირიქით, გასაიდუმლოებულია, რაც ეჭვებს აჩენს. ახლაც კი, როდესაც იდეაში გავაუმჯობესეთ ხელშეკრულების პირობები, ვიდრე ეს იყო წინა წელს, მაინც არ ვიცით რა მოცულობის წარმატებაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“,- ამბობს დავით მესხიშვილი.


შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარის მოლაპარაკებები გაზპრომთან დასრულდა. მისი თქმით  ხელშეკრულების პირობები გაუმჯობესებულია:


„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა“,- ამბობს ბახტაძე.





სალომე ლემონჯავა





21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up