დავით მესხიშვილი: „ტაქსების რეგულირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შემდეგ უნდა მოხდეს“

დავით მესხიშვილი: „ტაქსების რეგულირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შემდეგ უნდა მოხდეს“

access_time2018-05-19 10:00:00

რადიო კომერსანტის გადაცემაში  „პროფესიონალები“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილიმა  საავტომობილო ხარისხის და საავტომობილო პარკის სფეროში არსებული ვითარება მიმოიხილა. მესხიშვილს დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური თუ ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარების მთავარ საშუალებად ტექნიკური ინსპექტირება მიაჩნია.

„საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საავტომობილო პარკის  განახლების ხედვა, ჩვენ არ გვაქვს ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტიც კი, სულ ვსაუბრობთ იმას,რომ საქართველო უნდა იყოს ჰაბი  თავისი გეოგრაფიული მდეობარეობიდან გამომდინარე, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 5%-ს თუ ვიყენებთ.

მთავარი პრობლემა არის ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა. ეს პრობლემა პირველ რიგში, სათავეს იღებს საქართველოს საზღვრებიდან, ვინაიდან, ჩვენი საზღვარი ღიაა ყველანაირი ტიპის ავტომობილისთვის. ეს პროცესი ხელს უშლის საავტომობილო პარკის განახლებას. გვაქვს ცუდი განბაჟების სისტემა, რომლის მიხედვითაც 1 წლამდე ავტომობილების განბაჟება უფრო ძვირია, ვიდრე 7 და 8 წლის ავტომობილების,“- ამბობს დავით მესხიშვილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სამომავლოდ, ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, მისი თქმით, ამ რეგულაციებამდე საჭიროა საზოგადოებრივი ტრანპოსტის განვითარება და დახვეწა.

„თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია, ჩვენ ათასამდე ავტობუსი მაინც გვჭირდება თბილისში,რომ მოსახლეობამ სრულყოფილად შეძლოს გადაადგილება. რაც შეეხება, ტაქსებთან დაკავშირებული შესაძლო რეგულაციებს, ვფიქრობ ეს შეეხება გარკვეულ  შეზღუდვებსა და მოთხოვნებს ერთ ფერთან დაკავშირებით, შესაძლოა მრიცხველების საჭიროებაც გახდეს. თუმცა, მივიჩნევ, რომ  ეს რეგულაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შემდეგ უნდა დაინერგოს ქალაქში,“- ამბობს დავით მესხიშვილი.


 

 

 




“ლელო” რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

“ლელო” რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ხაზარაძის თქმით, საზოგადოებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისთვის უნდა უნდა იბრძოლოს. “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა“

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  ჩაგვეტარებინა“
access_time2019-11-14 15:57:28
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა...

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...


მსგავსი სიახლეები

up