დავით მესხიშვილი - თუ კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონისთვის ერთ კვირაში მოასწრო მომზადება, ჩნდება ეჭვი, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია

დავით მესხიშვილი - თუ კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონისთვის ერთ კვირაში მოასწრო მომზადება, ჩნდება ეჭვი, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია

access_time2018-12-26 18:26:59

„მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი უნდა ყოფილიყო პასუხი ბევრ შეკითხვაზე, არადა პირიქით - უამრავ შეკითხვას აჩენს“, - ასე აფასებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტზე, მათ შორის, ლიცენზირებულ თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლების რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის 20 წლით, ექსკლუზიურად გადაცემის ფაქტს.

 

მისივე თქმით, მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობები ტაქსების ნაწილში განსაკუთრებით გაუგებარია. ამასთან, როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეძლოს კომპანიამ ასეთი მნიშვნელობის აუქციონისთვის მომზადება 9 დღეში, თუ წინასწარ, აუქციონის გამოცხადებამდე არ ჰქონდა ინფორმაცია.

 

„ეს არის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მერიის მხრიდან და არც არანაირი ინფორმაცია, ახსნა-განმარტება იმის, თუ რატომ გამოცხადდა აუქციონი ამ პირობებით, მერიის მხრიდან არ მოგვისმენია. ტრანსპორტის სფეროში გრძელვადიანი ხელშეკრულებები წამგებიანია, რადგან ეს სფერო მუდმივად ცვალებადია - დროთა განმავლობაში ტრანსპორტიც ვითარდება და ტრანსპორტის პოლიტიკაც იცვლება. შესაბამისად, ბუნდოვანი და გაუგებარია, როგორ აძლევს მერია აუქციონში მონაწილე კომპანიას რეკლამის 20 წლით განთავსების უფლებას. განსაკუთრებით გაუგებარია, ტაქსების შემთხვევაში, როგორ იძლევა ამ დაპირებას მაშინ, როცა არ იცის რამდენი ტაქსის მძღოლია თანახმა, რომ საკუთარ ავტომობილზე რეკლამა განათავსოს.

 


ამასთან, არ მესმის, რატომ მოხდა აუქციონის ასეთი უცაბედი და ასე მოკლე ვადით გამოცხადება. თუ წინასწარ არ ხარ მომზადებული, წარმოუდგენელია როგორ უნდა შეძლოს კომპანიამ ერთ კვირაში ამ აუქციონისთვის მომზადება. ასეთი წინადადების დროს, აუქციონში მონაწილე კომპანიას აუცილებლად სჭირდება ბაზრის მოკვლევა იმისათვის, რომ იცოდეს, თუ რა დანახარჯი ან მოგება ექნება ამ საქმიანობის განხორციელებისას. ასეთი ინფორმაციის მოძიება კი ერთ კვირაში არ ხდება. შესაბამისად, თუ გამოჩნდება რომელიმე კომპანია, რომელმაც ერთ კვირაში მოასწრო მომზადება და განაცხადის წარდგენა, მექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცას აუქციონის გამოცხადებამდე ჰქონდა ინფორმაცია“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე"-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთა, საპრივატიზებო თანხა - 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.

 

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“






„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია
access_time2020-01-21 13:20:34
რამდენიმე თვის წინ კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება დააანონსა.  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზე პროექტი, რომელშიც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ინვესტორი  $30 მილიონის  ჩადებას გეგმავდა. როგორც ცნობილია ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. „კომერსანტის“ კითხვაზე -ვისთან მიმდინარეობს...


მსგავსი სიახლეები

up