რატომ გაიზარდა Toyota-ს იმპორტი საქართველოში -  დავით მესხიშვილის განმარტება

რატომ გაიზარდა Toyota-ს იმპორტი საქართველოში - დავით მესხიშვილის განმარტება

access_time2019-02-22 14:00:24

„Toyota სხვა მარკის ავტომობილებთან შედარებით უფრო ეკონომიური და პრაქტიკულია, სწორედ ამან გამოიწვია ბოლო წლებში მასზე მოთხოვნის და, შესაბამისად, იმპორტის ზრდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განუცხადა.

 

საკითხი „კომერსანტის“ მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეხება. რომლის მიხედვითაც, საქართველოში 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, Toyota-ს იმპორტი დაახლოებით 57%-ით არის გაზრდილი. უწყების მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში 23 782 Toyota-ს მარკის ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს 19 865, ხოლო 2016 წელს —15 120 ავტომობილი. მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში Toyota-ს მარკის ავტომობილის იმპორტი ძირითადად ამერიკიდან ხდება.

 

როგორც დავით მესხიშვილი აღნიშნავს, იმპორტის გაზრდილი რიცხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Toyota-ზე დიდ მოთხოვნას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის, რომ აღნიშნული ავტომობილი სხვა მარკის ავტომობილებთან შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც მძღოლებს მეტ კომფორტს უქმნის.  მით უფრო, რომ საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილები პოპულარიზაცია აქტირუად მიმდინარეობს. 

 

დავით მესხიშვილის განმარტებით, Toyota-ს უპირატესობაა ისიც, რომ სხვა ავტომობილებთან შედარებით მისი ნაწილები გაცილებით იაფია და ადვილად შესაძლებელია მისი შოვნაც.


რაც შეეხება იმას, რომ ბოლო ორი წლის განამვლობაში Toyota-ს იმპორტი ამერიკიდან ხდება დავით მესხიშვილი ამ ფაქტს 2017 წელს საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას უკავშირებს. 


ხოლო იმ ფაქტს, რომ Toyota-მ იმპორტის თვალსაზრისით პროცენტულად წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მოთხვონად ავტომობილს MERCEDES BENZ-საც გადააჭარბა, გზების ასოციაციის თავმჯდომარე სწორედ ჰიბრიდების რაოდენობის ზრდით ხსნის.

 

შეგახენებთ, გასულ კვირას „კომერსანტის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, Toyota-ს იმპორტმა MERCEDES BENZ-ის და BMW-ს იმპორტსაც გაუსწრო. კერძოდ, 2016 წელს - MERCEDES BENZ-ის15 483 ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს 6 534, ხოლო 2018 წელს 4 181 ავტომობილი. რაც შეეხება BMW-ს - 2016 წელს ამ მარკის 5 040 ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს 3 308, ხოლო 2018 წელს 2 506.

 

 

ლიკა გურაბანიძე

 

 

 

 

 

 






იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up