დავით მესხიშვილი - ტექინსპექტირების სფეროში  კორუფციის ნიშნები იზრდება, რაც ძალიან საშიშია

დავით მესხიშვილი - ტექინსპექტირების სფეროში კორუფციის ნიშნები იზრდება, რაც ძალიან საშიშია

access_time2019-08-15 09:15:50

ტექინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პრობლემებს გადაჭრა ესაჭიროება, - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო მუზეუმში ღონისძიებაზე განუცხადა, სადაც ავტომობილების ტექინსპექტორების რეფორმის შეფასება მიმდინარეობს.


დავით მესხიშვილის თქმით, დღევანდელ ვითარებაში სფეროში კორუფციის ნიშნები იზრდება.


ტექინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პრობლემებს გადაჭრა ესაჭიროება.პირველ რიგში, ეს გახლავთ ინსპექტირებისას არაერთგვაროვანი მიდგომა. ანუ, ერთ კონკრეტულ ცენტრში ავტომობილი ხარვეზდება, ხოლო ნახევარ საათში ისე, რომ ხარვეზს არ ასწორებს, მეორე ცენტრში გადის დათვალიერებას. გარდა ამისა, არის პროგრამებთან, ბაზასთან დაკავიშირებით პრობლემები. დღემდე ვერ ხდება ინფორმაციის გადამუშავება ელექტრონული ბაზიდან იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ სამომავლო გეგმები. ასეთ ვითარებაში იზრდება კორუფციის ნიშნები ამ სფეროში, რაც ძალიან საშიშია და პირველ რიგში, ავტომფლობელები დაზარალდებიან. დაზარალდებიან ამ ბიზნესში ჩართული კომპანიებიც, -განაცხადა დავით მესხიშვილმა.


მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიოში ავტორიტეტულ ორგანიზაციაში CITA ,რომელიც ინსპექტირების სფეროში საქმიანობს.


ვაპირებთ, მათთან ერთობლივად შევიმუშაოთ შესაბამისი რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისთვის. დღეს ჩვენ უკვე საერთაშორისო სტატუსი გვაქვს, ჩვენს რეკომენდაციებს უკვე აქვს სხვა ძალა და თუ გვინდა ევროინტეგრაცია, ევროდირექტივების დანერგვა, მდგომარეობის გაუმჯობესება,სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება ,ჰაერის გაჯანსაღება, ამისთვის უნდა შევასრულოთ არაერთი რეკომენდაცია და ამისთვის არსებობს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია,-აცხადებს მესხიშვილი.


დავით მესხიშვილის თქმით, ყველაზე სერიოზული პრობლემები, რაც ინსპექტირების სფეროში გაჩნდა, უკავშირდება არაერთგვაროვან მიდგომას, მენეჯმენტში პრობლემებს, და აკრედიტაციის მიმართულებით არსებული ხარვეზებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრობლემებზე ყურადღება არაერთხელ გამახვილდა შესაბამის სტრუქტურებთან, ჯერჯერობით გადაწყვეტილებები არ ჩანს.


ჩვენ ვთანამშრომლიბთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაგრამ პრობლემის არგადაჭრა იწვევს კიდევ სხვა პრობლემებს და საბოლოოდ შეიძლება მთელი ეს რეფორმა,რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, დავაყენოთ რისკის ქვეშ. არ გვინდა, რომ ეს სფერო დაუბრუნდეს ძველ დროს-,აცხადებს მესხიშვილი.


ტენიკური ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ასოციაცია გეგმავს,რომ ნოემბერში საერთაშორისო ორგანიზაცია CiTA-ს წარმომადგენლები მოიწვიონ საქართველოში, რათა ისინი ადგილზე გაეცნოენ არსებულ ვითარებას და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაონ. მესხიშვილის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეფორმას ჩრდილი მიადგება. ავტომიბილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემები CiTA-ს საერთაშორისო კომიტეტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც, საბოლოოდ, კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს სურს,რომ რეფორმა წარმატებული იყოს, რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.




ipn




როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...


მსგავსი სიახლეები

up