დავით მესხიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანია  მეტროპოლიტენის რეალურ მდგომარეობას მალავს

დავით მესხიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის რეალურ მდგომარეობას მალავს

access_time2019-04-25 10:40:13

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისის მეტროპოლიტენში გახშირებულ ტექნიკურ შეფერხებებს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.


როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე „ინტერპრესნიუსთან საუბარში განმარტავს, მსგავსი შემთხვევების არსებობა სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე პერსონალის არაპროფესიონალიზმსა და მოძველებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.


„პირველ რიგში, ასეთი ხშირი შემთხვევები ხდება იმიტომ, რომ სატრანსპორტო კომპანიაში და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ტოპმენეჯმენტი, თანამდებობის პირები ამ საქმეში არაკომპეტენტურები  არიან  . საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მართონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განსაკუთრებით ეს მწვავედ ჩანს თბილისის მეტროს შემთხვევაში. მეორეს მხრივ, არის ის ფაქტორი, რომ  ინფრასტრუქტურა მოძველდა , მათ შორის ესკალატორები, რელსები, გვირაბები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები. ამას თან ერთვის თბილისის მერიის მხრიდან არასწორად განსაზღვრული პრიორიტეტები. მაგალითად: როცა საუბრობს თბილისის მერი, რომ უნდა გაკეთდეს სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტრო, რა მიწისზედა მეტროზეა საერთოდ საუბარი?!  ის რაც მიწისქვეშ  უკვე გაკეთებულია, არის ჩამოშლილი, ჩამონგრეული და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერიაში, დაავიწყდათ დაშავებული ხალხი, როცა  „ვარკეთილის“ ჭერი“ჩამოინგრა, - აცხადებს მესხიშვილი.



მისივე თქმით, თბილისში მოქმედი, პრაქტიკულად ყველა ძველი მეტროსადგური, თავისი ინფრასტრუქტურით ამორტიზებულია, მგზავრებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.


„90 მილიონი დოლარის დახარჯვა ახლა თუ რამეს სჭირდება, არა მიწისზედა მეტროა, არამედ მიწისქვეშა მეტრო, რომლის რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მალავს იქ შექმნილ რეალურ სიტუაციას, თუმცა აღარც იმალება ეს და ამბობს, რომ ვითომ მეტრო არის უსაფრთხო. მეტრო უსაფრთხო აღარ არის“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.


IPN






გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
access_time2019-10-18 18:00:13
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.  „კომერსანტი“ გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. ძირითადი მიგნებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე...


მსგავსი სიახლეები

up