დავით მესხიშვილი - საპატრულო პოლიციის რესურსი არასწორადაა გამოყენებული

დავით მესხიშვილი - საპატრულო პოლიციის რესურსი არასწორადაა გამოყენებული

access_time2019-03-19 11:00:38

რამდენიმე დღის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.


მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ვრცელდება და როგორც წესი საპატრულო პოლიცია ყოველთვის შემთხვევის ადგილზეა; მუშაობს და საქმეს იძიებს. თუმცა ბოლო დროს ფატალური შემთხვევების გახშირების ერთ-ერთი მიზეზად სახელდება ის, რომ საპატრულო ეკიპაჟები აქტიურად აღარ პატრულირებენ ქუჩებში. თუ ადრე წავკისში, წყნეთში ან ნებისმიერ ადგილას გზაზე მოძრავი ეკიპაჟი აუცილებლად შეგვხვდებოდა, დღეს ვითარება შეცვლილია. ისინი, როგორც წესი ადგილზე უბედური შემთხვევის შემდეგ ჩნდებიან.



„დღეს საქართველოში საპატრულო პოლიციის რესურსი არასწორადაა გამოყენებული. იგი შეიძლება მთელი დღე საცობების განტვირთვით იყოს დაკავებული და სადაც რეალურად აუცილებელია, იქ არ შეგვხდეს. მაგალითად, სახიფათო გზებზე, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, “  აცხადებს ტრანსპორტირებისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი  კომერსანტთან საუბარში.


მესხიშვილის თქმით, მოძველებული მიდგომები, საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფა და გულგრილობა, საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. კერძოდ, შეუძლებელია პატრული ყველა დამრღვევს გაეკიდოს, რის გამოც მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნოლოგიის (რადარები, კამერები, უკონტაქტო პატრულირება) სრულად განვითარება. თავად ეკიპაჟი კი იქ უნდა პატრულირებდეს, სადაც აუცილებელია —  სახიფათო გზებზე:


„საქმე იმაშია, რომ დღეს საპატრულო პოლიციას დავალებული აქვს ყველაფერი - თამბაქოს მოხმარების კონტროლიდან დაწყებული, ხმაურზე რეაგირებით გაგრძელებული და ა.შ. მთელი დღე დგანან ქუჩაში და ცდილობენ საცობების განტვირთვას. საბოლოოდ, ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ მთავარი დანიშნულებისა და ფუნქციის შესრულებას. ესე იგი, იმ გზებზე პატრულირებას, სადაც სახიფათოა და ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“,- განმარტავს დავით მესხიშვილი.



გარდა რესურსების არასწორი განაწილებისა, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ყურადღებას გაუმართავ ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს:


„ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. ე.წ. სასიკვდილო გზებზე (გომბორი, ქუთაისის აეროპორტის გზა და ა.შ.)  ყველაფერი შეუსაბამო და არარელევანტურია. არადა, გზა ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ადამიანს მოერგოს. მისი ჯანრთელობის გაუარესების შემთხვევაში სიკვდილით მაინც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი. აი, ასეთი გზები გვჭირდება“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.


შსს-ს ინფორმაციით,  2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა. ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კი შემცირებულია.


საერთო სტატისტიკა შემდეგია:


2018: რეგისტრირებულია 34 666 ავტოსაგზაო შემთხვევა;


2017:  რეგისტრირებულია 33 067 ავტოსაგზაო შემთხვევა;


2016:  რეგისტრირებულია 33 736 ავტოსაგზაო შემთხვევა;


2015: რეგისტრირებულია 31 285 ავტოსაგზაო შემთხვევა.



სალომე ლემონჯავა




საქართველოში მიმდინარე ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

საქართველოში მიმდინარე  ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს
access_time2020-01-21 15:30:18
საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა...

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...


მსგავსი სიახლეები

up