დავით მესხიშვილი: „ქალაქის მერის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას  ტრანსპორტის სამსახური  ვერ შეძლებს“

დავით მესხიშვილი: „ქალაქის მერის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას ტრანსპორტის სამსახური ვერ შეძლებს“

access_time2018-03-09 09:00:47

„ამ კადრებით, ამ სტრუქტურით და ამ ინტელექტუალური რესურსით, რომელიც თბილისის ტრანსპორტის სამსახურს გააჩნია ვერ განახორციელდება იმ დაპირებები, რომელიც  ქალაქის მერს უნდა“-ასე შეაფასა „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა  დავით მესხიშვილმა  თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებული  ის საკითხები, რომელიც დღეს ხორციელდება.


 

რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში „პროფესიონალები“  მესხიშვილმა განცხადა, რომ   უნდა არსებობსდეს ტრანსპორტის განვითარების როგორც მოკლევადიანი,  ასევე გრძელვადიანი გეგმა.


 

 „ ჩვენ არ ვიცნობთ გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტს.  მერი შეიცვლება თუ არ შეიცვლება,  ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. დღეს გეგმა არ არსებობს და ყველა ის განცხადება, რომელიც არის პოზიტიური და რომელიც ჩვენ მოგვწონს  ქალაქის მერის სურვილებს ემყარება. ეს არ არის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი, ეს არის იმ მომენტში დანახული პრობლემების ჩაქრობა.“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.


 


მისი განცხადებით,  ქალაქის მერის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას  ტრანსპორტის სამსახური  ვერ შეძლებს. „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“  ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რეალური ცვლილებების განსახორციელებლად მთლიანი სისტემის რესტრუქტურიზაციაა საჭირო.

 


„ამ კადრებით, ამ სტრუქტურით და ამ ინტელექტალური რესურსით, რომელიც თბილისის ტრანსპორტის სამსახურს გააჩნია, ვერ განახორცეილდება ის დაპირებები,რაც    ქალაქის მერს უნდა. თუ გაკეთდება, გაკეთდება ძალიან ცუდად, რისი მაგალითიც გვაქვს იგივე გზაჯვარედინების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტრანსპორტის სამსახური და ინფრასტრუქტური სამსახური უნდა იყოს ერთიანი სისტემა.“ განაცხადა დავით მესხიშვილმა.


 

კიდევ ერთი პრობლემა რომელზეც დავით მესხიშვლმა ყურადღება გაამახვილა საგზაო ნიშნების და მონიშვნების სტანდარტია. მისი თქმით ქვეყანას თანამედროვე მიდგომები სჭირდება , რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება საგზაო მოძრაობის მიმართულებით   კვლევებზე დაყრდნობთ გაკეთდეს.



„ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“  ხელმძღვანელი „კომერსანტთან“  პარკირების პრობლემის მოგვარების გზებზეც საუბრობს:„ჩვენს მოსახლეობას არ აქვს სწორი დამოკიდებულობა პარკინგის მიმართ. უნდათ წელიწადში   50 ლარად დააპარკინგონ  ყველგან, თავისუფლად და რამდენი საათითაც უნდათ. მთლიანად შესაცვლელია სისტემა. უნდა იყოს ზონალური, საათობრივი პრინციპის მიხედვით. რეალურად სხვანაირად ადგილები არ გაჩნდება.“ -განაცხადა დავით მესხიშვილმა.


„კომერსანტი“ 





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up