დავით მესხიშვილი - ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან

დავით მესხიშვილი - ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან

access_time2020-01-08 13:22:10

ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან, - ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, რითაც 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თხევადი გაზის აირბალონიანი შემოწმება სავალდებულო გახდა.



მესხიშვილის თქმით, ავტომფლობელები მზად არ არიან თხევადი გაზის აირბალონიანი სისტემის შემოწმება გაიარონ.



„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ვერ შესთავაზა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტომფლობელებს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი აღარ არის აღნიშნული მომსახურება, ამიტომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ იმდენად, რამდენადაც პროცესი არის მოუმზადებელი, მითუმეტეს არ არის ელექტრონული პროგრამა, არის ძველებური მოდელი, რომლითაც ჩემი აზრით შესაძლებელია, ამ საბუთების გაყალბება, რომელიც დღეს გაიცემა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს. ასევე აღმოჩნდა, რომ ცენტრების რაოდენობა, რომლებმაც თხევადი გაზის აირბალონები და სისტემა უნდა შეამოწმონ, სრულებითაც არ არის საკმარისი და არის მხოლოდ ორი მოქმედი ცენტრი. მაგალითად ბათუმში თუ არის მომხმარებელი, ის უნდა ჩავიდეს ქუთაისში ინსპექტირების ჩასატარებლად", - განაცხადა მესხიშვილმა.



მისივე თქმით, ტექინსპექტირების გასავლელად დადგენილ თანხაზე დაწესებული უნდა იყოს ქვედა და ზედა ზღვარი, რათა არ მოხდეს მისი გაძვირება.




„ტექინსპექტირების გავლას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურა და თანხა, რომელიც საშუალოდ ჩემი ინფორმაციით არის 250 ლარი. მე არ ვიცი ვინ დაადგინა ეს თანხა.



თუ მაგალითად ჩვეულებრივი ინსპექტირების შემთხვევაში არის 60 ლარი და სახელმწიფო ამაში ჩაერია, რომ ვიღაცას არ აეწია თანხები ხელოვნურად, ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვთ შესაბამის სტრუქტურებს. ამიტომ, დასადგენია ან ქვედა ზღვარი ან ზედა ზღვარი, რადგან როცა შენ მძღოლს ავალდებულებ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, უნდა დავუშვათ რისკი, რომ შესაძლოა გაძვირდეს კიდევ", - განაცხადა მესხიშვილმა.



IPN.GE 









ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up