დავით მესხიშვილი: კახა კალაძის მოხსენებაში იყო უზუსტობები, ბევრ აქტუალურ საკითხს კი საერთოდ გვერდი აუარა

დავით მესხიშვილი: კახა კალაძის მოხსენებაში იყო უზუსტობები, ბევრ აქტუალურ საკითხს კი საერთოდ გვერდი აუარა

access_time2018-12-03 14:00:00


დედაქალაქის მერმა დღეს 1 წელი შეაჯამა, მათ შორის ისაუბრა ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიღწევებზე. მის მოხსენებაში იყო უზუსტობები. ბევრ აქტუალურ საკითხს კი საერთოდ გვერდი აუარა. ამიტომ წარმოგიდგენთ პრობლემათა იმ ჩამონათვალს, რომელიც ან აქამდე უნდა მოგვარებულიყო და არ მოგვარებულა, ან მერი თვლის რომ გადაჭრა პრობლემა და სინამდვილეში ასე არ არის. ამიტომ 1 წელი შევაჯამოთ რეალურად,  წერს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.


კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ დავით მესხიშვილის სტატუსს:



1.დედაქალაქს, დღემდე არ აქვს ტრანსპორტის განვითარების გეგმა ან მასტერ-პლანი როგორც მას უწოდებენ (აცხადებენ რომ მიმდინარეობს მუშაობა)



2.საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმრავლესობამ ვერ გაიარა და ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას



3. ჯერჯერობით არ განახლებულა ავტობუსების პარკი, თუმცა ვიცით რომ 90 ავტობუსი უკვე შეძენილია



4. საგზაო-სამშენებლო სამუშაოები ვერ ჩაეტია დათქმულ ვადებში (15 სექტემბრამდე) და რიგ შემთხვევაში ჩატარდა ძალიან უხარისხოდ. მუშაობისას დარღვეული იყო უსაფრთხოების სტანდარტები, რაც გახდა არაერთი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი.



5. საგზაო მონიშვნები და საგზაო ნიშნები ხშირ შემთხვევაში კეთდება არასწორად. მაგალითად ასეთი ადგილი იყო თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც არასწორი (არასრულყოფილი) საგზაო მონიშვნების გამო მძღოლები ჯარიმდებოდნენ უსამართლოდ.



6. ჯერ კიდევ საგზაო მონიშვნები კეთდება უხარისხო მასალებით, ის მალე იშლება. ასეთი საგზაო მონიშვნები არ აღიქმება კარგად, დაბალია შუქამრეკლობის ხარისხიც.



7. საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით კეთდება ზებრა-გადასასვლელები, რაც ნაცვლად უსაფრთხოების დაცვისა, წარმოადგენს საფრთხეს ქვეითისთვის.




8. არ მოწესრიგებულა მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა. გადასასვლელებში არის ანტისანიტარია და არის სარემონტო. აბსოლუტურად ყველგან დარღვეულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვა ვერ ჩაითვლება დიდ მიღწევად.



9. ვერ მოგვარდა ქვეითისთვის ტროტუარების განთავისუფლების საკითხი. ტროტუარების უმეტესობა ოკუპირებულია ავტომობილების მიერ, რაც არღვევს ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებას.



10. არ მოგვარებულა ზოგადად პარკირების პრობლემა. "სითი პარკის" გასვლით და სატრანსპორტო კომპანიის მენეჯმენტის პირობებში შეიცვალა მხოლოდ სახელი და არა სისტემა (თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ წარმოადგენენ პარკირების ახალ გეგმას)



11. პარკირების ადგილები მითვისებულია კერძო თუ იურიდიული პირების მიერ და ამ ადგილებით ვერ სარგებლობენ სხვა მოქალაქეები. კვლავ გაურკვეველია სტაიანშიკების ფუნქცია და მათი როლი.



12. კვლავ გაიცემა ნებართვები იმ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე, რომელთაც არ აქვთ პარკირების ადგილები. მაგალითისთვის გამოდგება ნინო ჟვანიას ქუჩა სადაც კორპუსების უმრავლესობას არ აქვს პარკირების ადგილები. ასეთი ნებართვების გაცემის წინ არ ხდება წინასწარი კვლევების ჩატარება, არ ხდება გაანგარიშება თუ რამდენად იქნება ქუჩა გამტარუნარიანი მომავალში.



13. ავტობუსის ზოლებში (Bus Lane) პარკირებულია ავტომობილები, რაც პირდაპირ ანადგურებს ავტობუსების სწრაფად გადაადგილების იდეას.



14. საცობების განმუხტვის მიზნით ვერ დაინერგა დასუფთავების სამსახურის ღამის საათებში მუშაობის მოდელი. ასევე ვერ მოწესრიგდა ნაგვის ბუნკერების (ურნების) განთავსება ისე რომ ისინი არ იკავებდნენ პარკირების ადგილს ან ავტომობილისთვის განკუთვნილ სავალ გზას (მაგალითად ჭონქაძის ქუჩა).



15. მცდელობის მიუხედავად ვერ განხორციელდა დისტრიბუციის ავტომობილთა სამუშაო გრაფიკის შედგენა და დანერგვა, საცობების განმუხტვის მიზნით.



16. დაიწყო ტაქსების ლიცენზირება, რომლის მიხედვითაც მძღოლებს პირველ ეტაპზე დაევალათა ლიცენზიის გაკვრა ავტომობილის სალონში გამოსაჩენ ადგილზე. ჩვენი დაკვირვებით მძღოლთა უმეტესობა ამ დავალებას არ ასრულებს, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს რომ ვერ ხდება კანონის აღსრულება. კვლავ ბუნდოვანია როგორ გახდება ტაქსი უფრო უსაფრთხო ასეთი სალიცენზიო პირობებით.



17. არ განხორციელდა ტრანსპორტის ან ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამსახურების (ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, სატრანსპორტო კომპანია, ინფრასტრუქტურის სამსახური) რეფორმირება. მენეჯმენტი მოქმედებს გასული საუკუნის მეთოდოლოგიით, არ არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ვერ პასუხობს გამოწვევებს თანამედროვე მიდგომებით.



18. თბილისის მერმა გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება რომ ითანამშრომლებდა არასამთავრობო სექტორთან და მისი კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა მას ეს არ შეუსრელებია. ჩვენ მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებს პასუხობს აგრესიით. ის ხშირად საჯაროდ გვაყენებს შეურაცხყოფას (უსაქმურები, უცოდინრები, არაფრის მაქნისები, პარტიულები და სხვა მრავალი) არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ხელს უშლის ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის სწორად განვითარებას.



უნდა გამოვყოთ რამდენიმე დადებითი პუნქტი:


  1. ავტობუსების პარკის და მეტროს შემადგენლობების განახლების გეგმა


2. ქალაქში ავტობუსების ზოლების მატება (თუმცა კანონის აღსრულება სუსტია და აქ პარკირებულია ავტომობილები)


3. "გადაწყვეტილებები მიიღება კვლევებზე დაყრდნობით"-მოსაწონი განცხადებაა, მაგრამ ეს კვლევები ჯერჯერობით არ გვინახავს.





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up