დავით მესხიშვილი: ჰაერის დაბინძურების პრობლემები ძირითადად ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის

დავით მესხიშვილი: ჰაერის დაბინძურების პრობლემები ძირითადად ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის

access_time2019-06-11 13:30:00

„პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციის კვლევაში გამოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემები ძირითადად ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის, ამავე მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, რომლის სტატისტიკაც სამწუხაროდ არ წარმოებდა,“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში “პროფესიონალები“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა.


მესხიშვილის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სრული დატვირთვით შევიდა ძალაში და ამ პროცესმა გამოაჩინა ის ხარვეზები და პრობლემები, რომლებზეც ღია და გახსნილი საუბარი მნიშვნელოვანი და საჭიროა.


„ჩვენ თუ არ ვისაუბრეთ პრობლემებზე, პროცესი წინ ვერ წავა. პრაქტიკულად, ყველა ორგანიზაციის კვლევაში გამოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემები ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის, ამავე მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები (რომლის სტატისტიკაც სამწუხაროდ არ წარმოებდა). მესამე და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულებაში არის შესაბამისი ევროდირექტივები, რომლებიც უნდა დანერგილიყო. ამდენად, ამ საკითხების ერთობლიობით გადაწყდა ინსპექტირების ძალაში შესვლა. უკვე სავალდებულო მოთხოვნაა ავტომობილში კატალიზატორის არსებობა. მსგავსი მოთხოვნების შესრულება დაკავშირებულია ძალიან დიდ ხარჯებთან, მათ შორის ავტომობილში ძრავის საკითხებთან, რაც რამდენიმე ასეული და რიგ შემთხვევებში ათასი და მეტი ლარიც კი ჯდება,“ - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.



მისი თქმით, იმის გამო, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების მაჩვენებლებიც საზოგადოებაში გაჩენილია უკმაყოფილება.



„ამიტომ აუცილებლად არის მოსაძებნი შუალედი, გარდამავალი პერიოდი. სამწუხაროდ, საზოგადოებასთან არავინ ურთიერთობს, სახელმწიფო ვალდებულია მოქალაქეებს აცნობდეს ამ რეფორმის მნიშვნელობას და უხსნიდეს მის უპირატესობებს.


თუმცა, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა მხოლოდ ინსპექტირებით არც ერთ ევროპის სახელმწიფოს არ მოუხდენია. ინსპექტირების პროცესთან ერთად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები ავტოპარკის განახლების მიმართულებით. ამისთვის საჭიროა რამდენიმე ღონისძიების გატარება, მათ შორის, საზღვარზე ევრო ხუთი სტანდარტის დაწესებას, ასევე განბაჟების ტარიფების გადახედვას, რომელიც ნამდვილად მახინჯი სისტემაა. ავტოპარკის განახლება უნდა დავუკავშიროთ საბანკო შეღავათებსაც. ის ადამიანები, რომლებიც ძველ ავტომობილს ჩააბარებენ, ახალი ავტომობილის ყიდვის პროცესში უნდა არსებობდეს გარკვეული საბანკო შეღავათები, რისი თანამონაწილეც სახელმწიფო უნდა იყოს რაღაც დოზით. ასევე, გასათვალისწინებელია საწვავის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, იმპორტის დროს საწვავი შეიძლება კარგი იყო, მაგრამ დისტრიბუციის პროცესში აღარ ვიცით როგორია. სადისტრიბუციო წესრიგი არ არსებობს და საჭიროა მისი კონტროლი. გარემოს გაჯანსაღების პროცესი დამოკიდებულია ასევე ავტონაწილებზეც, საუბარია ხუნდებთან, საბურავებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ნამდვილად კომპლექსური პრობლემაა და ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო პროგრამების არსებობას.“


ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი ამ სისტემის მუშაობაში მთავარ პრობლემად ერთიანი ელექტრონული ბაზის არ არსებობასაც ასახელებს.



„იყო დაპირება, რომ შეიქმნებოდა ერთიანი ელექტრონული ბაზა, თუმცა ერთის ნაცვლად, გვაქვს 3 ელექტრონული პროგრამა. ინსპექტირების ასოციაციას პირველივე დღიდან ჰქონდა დაწყებული ამ პროგრამაზე მუშაობა და ჩვენ გვაქვს უკვე ასეთი ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელიც შეესაბამება ყველა საჭირო მოთხოვნებს და არის თანამედროვე. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული გვაქვს სამი პროგრამა, რომელთა შედარებებიც ვერ ხდება, ისინი ვერ ხედავენ ერთმანეთს და რთულდება შსს-ს, ინსპექტირებისა და აკრედიტაციის ცენტრებისთვის ამ ინფორმაციების დამუშავება. ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს დანერგოს ჩვენ მიერ შემუშავებული ერთიანი პროგრამა. შეჯამებული სახით სტატისტიკა არ გვაქვს და აქედან გამომდინარე შეუძლებელი იქნება სამომავლო გეგმების განხორციელება,“ - ამბობს დავით მესხიშვილი.


რადიო კომერსანტი

ნათია კეკენაძე






„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up