დავით კირვალიძეს FAO-ს გენდირექტორის პოსტზე აშშ-ის ყოფილი ელჩი მხარს უჭერს

დავით კირვალიძეს FAO-ს გენდირექტორის პოსტზე აშშ-ის ყოფილი ელჩი მხარს უჭერს

access_time2019-06-12 19:55:38

„მხარს ვუჭერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით კირვალიძის კანდიდატურას“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა განაცხადა.


"მაშინ, როდესაც საქართველოში აშკარა იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, დავითი თავისი გამოცდილებით და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ მოახდინა სახელმწიფო მასშტაბით საჭირო რესურსების მობილიზება და კრიზისის მართვის პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართვა. მისი ორგანიზებით, გვალვით დაზარალებულ რეგიონებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტები მოეწყო, რამაც კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უზრუნველყო. დავით კირვალიძის უნარს, სწორად ემართა კრიზისული სიტუაცია, აფასებდა პრეზიდენტი შევარდნაძეც. საქართველოდან წასვლის შემდეგ, დავით კირვალიძესთან კონტაქტი არ გამიწყვეტია", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე სულ ხუთი კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არიან კამერუნის, ჩინეთის, საფრანგეთის, ინდოეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.



არჩევნები რომში 23 ივნისს ჩატარდება.


imedinews.ge





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

Focus: ყველაზე პოპულარულ რუსულ მანქანას ევროპიდან აძევებენ

Focus: ყველაზე პოპულარულ რუსულ მანქანას ევროპიდან აძევებენ
access_time2020-07-05 14:00:50
  ახალი და გამკაცრებული ეკოლოგიური სტანდარტების გამო, ევროპაში ერთადერთი მოთხოვნადი რუსული  ავტომობილი - „ნივა“ - იძულებულია ევროპული ბაზარი დატოვოს.   გამონაკლისი არც გერმანია იქნება. თუმცა, ბრენდის თაყვანისმცემლები ამას არ ეგუებიან.   მათი ბოლო იმედია ვლადიმერ პუტინი. რამდენიმე დღის წინ „ნივას“ მოყვარულებმა რუსეთის პრეზიდენტს, ბრენდის მფლობელის Renault-Nissan-ს, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს და გერმანიაში რუსეთის საელჩოს...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...


მსგავსი სიახლეები

up