ხელისუფლება შესაძლოა დიდ შეცდომამდე მივიდეს -100 000-ლარიანი ზღვარი საკმარისი იყო დოლარიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად

ხელისუფლება შესაძლოა დიდ შეცდომამდე მივიდეს -100 000-ლარიანი ზღვარი საკმარისი იყო დოლარიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად

access_time2018-09-13 14:00:23

ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება - შესაბამის ცვლილებები მთავრობის სხდომაზე განიხილეს.


სესხების ლარში გაცემის ზედა ზღვარის ზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კომერსანტთან საუბრობა საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე. მისი თქმით, ხელისუფლება ამ ნაბიჯით შესაძლოა დიდ შეცდომამდე მივიდეს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ლარის რესურსი არ არის, ბანკები და კომპანიები სესხებს ეროვნულ ვალუტაში დაბალ პროცენტში ვერ მოიზიდავენ. კიკვიძის თქმით, ასეთი ტიპის ზღვარი დაკრედიტებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.


„ლარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის პრობლემა დიდია და დოლარიზაციასთან ბრძოლა დაკრედიტების და დეპოზიტების მიმართულებიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ბანკებს რეალურად საკრედიტო რესურსი ძირითადად აქვთ საერთშორისო ორგანიზაციებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ სესხებს ძირითადად დოლარში  ან ევროში გვაძლევენ. სამწუხაროდ, ეროვნულ ვალუტაში იაფი საკრედიტო რესურსი არ გვაქვს და სანამ ამის წყარო არ გაჩნდება, მანამდე ეს კანონმდებლობა საკმაოდ დიდ პრობლემას გამოიწვევს დაკრედიტების მიმართულებით. მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით დაკრედიტების  შემცირება კი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა,“- აცხადებს დავით კიკვიძე.


დავით კიკვიძე ბახტაძის ახალ ინიციატივას ნაჩქარევს უწოდებს. საბანკო პროდუქტების ექსპერტი ამბობს, რომ ცვლილებები ლარის მომსახურების ტვირთს გაზრდის.


„ვფქრობ, რომ მიმდინარე ეტაპზე გადაწყვეტილება ნაჩქარებია. 100 000 ლარიანი ზღვარი საკმარისი იყო დოლარიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად. მაშინ როდესაც საფონდო ბირჟა განვითარდება, ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდება, მსხვილი კომპანიები გადავლენ თანამედროვე სტანდარტებზე და ბიზნესის გაფართოების მიზნით ბანკში არ წავლენ სესხის ასაღებად, არამედ საფონდო ბირჟაზე გაიტანენ თავიანთ ფასიან ქაღალდებს და იქედან მოახდენენ იაფი რესურსის მოზიდვას. ამ განვითარების ეტაპზე, რომ მივალთ და არ ვიქნებით დამოკიდებული, რეფინანსირების სესხების გაიაფებაზე დამოკიდებული, მაშინ შეიძლება ვუწოდოთ ამ გადაწვეტილებას სწორი,“- ამბობს დავით კიკვიძე.


ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი კი განმარტავს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობამ სესხები ეროვნულ ვალუტაში აიღოს და მომხმარებელი არ დააზარალოს სავალუტო რყევებმა. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პრაქტიკაში არ მუშობს.

„ჩვენ თუ სესხების გალარება გვინდა, პირველ რიგში, დეპოზიტები უნდა გავალაროთ. ამისათვის კი აუცილებელია მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს ეროვნული ვალუტის მიმართ, რასაც სტაბილური ვალუტის კურსი უზრუნველყოფს, როდესაც შევძლებთ ლარის დასტაბილურებას დოლარიზაციის პრობლემაც მოიხსნება. მომხმარებელს თუ უნდოდა 100 000 ლარამდე თანხის აღება დოლარში, ამას მაინც ახერხებდნენ, ანუ ბანკთან მიდიოდნენ შეთანხმებაზე. მაგალითისთვის, სჭირდებოდა 20 000 დოლარი, ბანკი გაუფორმებდა 50 000 დოლარზე სესხს, უბრალოდ 30 000 დოლარს მაშინვე აბრუნებდა, შესაბამისად 20 000 რჩებოდა გადასახდელი. კანონისთვის გვერდის ავლა მაინც ხერხდებოდა. შესაბამისად, როდესაც 200 000- მდე აიწევს ზღვარი დაახლოებით, იგივე განმეორდება“,- განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი.


ბაჩო ადამია






5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up