დავით კეზერაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

დავით კეზერაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

access_time2019-09-05 11:36:57

ფორმულა კრეატივის ტელევიზიის (შპს ფორმულა) საკონტროლო პაკეტის, 51 პროცენტის მფლობელი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი გახდა. ცვლილებები რეესტრში 3 სექტემბერს აისახა, ინფორმაცია კი პირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.


საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით, კეზერაშვილმა კომპანიის 51 პროცენტის შესაძენად 4 ათასი ლარი გადაიხადა. ამ გარიგების შემდეგ მიშა მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზუკა გუმბარიძესა და გიორგი ლიფონავას შპს ფორმულას 25-პროცენტიანი წილების ნაცვლად 12,25% ეკუთვნით.

დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ თითქმის ერთი თვის წინ, პირველ აგვისტოს ფეისბუქგვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა.


ვინ არის კეზერაშვილი?

დავით კეზერაშვილი, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსანია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

მის წინააღმდეგ ხუთი დამოუკიდებელი საქმე იქნა აღძრული 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ბრალდებები ფულის გათეთრებას, თანხების გაფლანგვას, კორუფციას, 7 ნოემბრისა და იმედის საქმეებს უკავშირდება. 5 ბრალდებიდან პროკურატურამ სამი ვერ დაამტკიცა, ორ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.


ერთში მას ბრალი ყოფილ პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ედება. სისხლის სამართლის ეს საქმე ტელეკომპანია იმედის, 7 ნოემბრისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს ეხება. ამ საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია 2015 წლის მარტში შეეცვალა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 7 ნოემბრის, იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდთან დაკავშირებით) და სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმედის ეპიზოდთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულები ედება.



ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. 2015 წელს ის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2011 წლის კვლევაში წერია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, რადგან მის დიდ ნაწილს ყოფილ თავდაცვის მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს.


"ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე–ფაქტო მონოპოლიას სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი "ჯენერალ მედია" ფლობს, თბილისის გარე რეკლამების სეგმენტში კი დომინანტური პოზიცია აუთდორ.ჯი–ს უკავია", — ნათქვამია კვლევაში.


ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში.

Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama Papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.


შვეიცარიული გაზეთის თანახმად, მას შემდეგ რაც 2013 წელს კეზერაშვილის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ამ უკანასკნელის რწმუნებულმა პანამის იურიდიულ კომპანიას დოკუმენტების რეგისტრაციისა და მათი ძველი რიცხვით დათარიღების თხოვნით მიმართა. გაზეთის თანახმად, პროცესის დაწყებამდე კეზერაშვილმა თანხა სხვა ორი ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე გადაიტანა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ 2017 წელს დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ მან მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და ევროპულ საქართველოს აფინანსებს.


წყარო: on.ge






კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ
access_time2019-09-17 15:00:59
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო 5-ის ტიპის...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...


მსგავსი სიახლეები

up