დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის

დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის

access_time2019-08-01 11:47:59

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის. ამის შესახებ იგი Faсebook–ის საკუთარ გვერდზე წერს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა, მიმეღო მნიშვენელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ.


ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტიური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩნდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა.


ამავდროულად, უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარეურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.


მიმაჩნია, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.



ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.


დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.


იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად, - წერს კეზერაშვილი.


„კომერსანტი“





ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up