დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ამხელა მშენებლობა არც ერთ სექტორში აქამდე არ განუხორციელებიათ

დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ამხელა მშენებლობა არც ერთ სექტორში აქამდე არ განუხორციელებიათ

access_time2019-09-09 13:21:26

აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს.


ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება. ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით, მართალია, ახალი მთავრობა დაინიშნა, თუმცა პოლიტიკოსებისგან დავით გარეჯთან მიმართებით არც ერთი კითხვა არ დასმულა.


„მდგომარეობა უარესია. არაფერი გამოსწორებულა, არაფერი შეცვლილა. პირიქით, აზერბაიჯანელები აშენებენ ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ამიტომ ვამბობ, ეს ყველაფერი აბსურდია, რასაც ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ რაღაცას აგვარებენ და ვერ ვხვდები, რა უნდა მოაგვარონ. იმიტომ, რომ დღევანდელი პრემიერი შს მინისტრი იყო, მის კომპენტენციაში შედიოდა საზღვრის საკითხი, არაფერი მოგვარებულა. დღეს პრემიერია, რა უნდა მოაგვაროს? - ერთი კითხვაც არ დაუსვამთ პოლიტიკოსებს გარეჯთან მიმართებით. ამ სახელმწიფოს რა უნდა ეშველოს, არ ვიცი,“ - განაცხადა არქიმანდიტმა.


ამასთან, მისი ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრის ფერდზე, რომელიც ქართული მონასტერია და ჩვენს საზღვრებს გარეთ არასოდეს ყოფილა, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ენაზე დააწერეს: „სამშობლო შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივი არისო“.



„მონასტერი ხომ თხემზეა, ზედ წვერზე გაშენებული ეს ქვაბულები. აი, ამ ქვაბულების დაბლა, დაახლოებით 50-70 მეტრში, ფერდზე პატარა სწორი ადგილი მოძებნეს და თეთრად რაღაც დააწერეს აზერბაიჯანულად. მე რომ ვიკითხე, რას ნიშნავს ეს-მეთქი, მითხრეს - სამშობლო, შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივიაო,“ - განაცხადა არქიმანდიტმა კირიონმა.


მისი თქმით, აზერბაიჯანი დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს.


„აზერბაიჯანი არაფერს დათმობს იმხელა ფინანსებს ხარჯავს, დაახლოებით 18 კმ-დან დენი გამოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, 18 კმ-დან დენს რომ გამოიყვანს სახელმწიფო, ის ფიქრობს, რომ შეიძლება აქედან მე ხვალ წავიდეო?“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა.


მისივე შეფასებით, განსხვავებით ქართული მხარისგან, აზერბაიჯანელებს გეგმა აქვთ და სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ, ხოლო საქართველოს შესაბამისი უწყებების პასუხები სტანდარტულია.


„პასუხები გენიალურია - ისინი დღედაღამ მუშაობენ. არ სძინავთ, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე არიან, იმიტომ, რომ საჭმელი მუშაობისგან არ ახსოვთ. შევხედავთ, კოსტიუმი აცვია, ჰალსტუხი უკეთია, სოლიდურად ჩაცმულია, სოლიდურად გვესაუბრება და გვაჯერებენ. ვიღაცა იჯერებს. ფაქტია, რომ ამ ზღაპრებსა და ტყუილებს საზოგადოება ამდენი ხანია იჯერებს,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up