დავით ებრალიძის პერსონალური ბლოგი: რატომ ხვდება სასამართლოს ხელმძღვანელობა ბანკირებს და რატომ ჰპირდებიან მათ დავების დროულად მოგვარებას?

დავით ებრალიძის პერსონალური ბლოგი: რატომ ხვდება სასამართლოს ხელმძღვანელობა ბანკირებს და რატომ ჰპირდებიან მათ დავების დროულად მოგვარებას?

access_time2019-06-10 19:00:10


მედიაში გაშუქდა, რომ 23 მაისს სასამართლოსა და ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით შეხვედრაზე გაჭიანურებული საბანკო დავების დროულად მოგვარების საკითხზე იმსჯელეს. ამ ფაქტზე შეშფოთება არავის გამოუთქვამს, რადგან ალბათ შემაშფოთებელს ალბათ არც არავინ მიიჩნევს ამდაგვარ შეხვედრაში.


თუ გაგვიგია, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობა შეხვედროდა მაგალითად „ვალაუვალებს“, დაზარალებულ მენაშენეებს, იპოთეკარებს, ფერმერებს, მოვაჭრეებს, თუ სხვა ერთგვაროვანი სასამართლო პრობლემებით გათანგულ ხალხს, თუნდაც ადვოკატთა კორპუსს? მსგავსს ადგილი არ ქონია. მაშ რატომ ხვდება სასამართლოს ხელმძღვანელობა ბანკირებს და რატომ ჰპირდებიან მათ მათი დავების დროულად მოგვარებას? რითი არიან გამორჩეულები?



დიდი ალბათობით ამ შეხვედრის ამდაგვარ გამართლებას მოვისმენთ: ბანკების მნიშვნელობიდან, საბანკო დავების მაშტაბურობიდან გამომდინარე სასამართლოს ხელმძღვანელობა დათანხმდა გამონაკლისის სახით შეხვედროდა ბანკირებს, რათა მოჭარბებული საბანკო დავების დროულად გადაწყვეტის გზებზე ემსჯელა მხოლოდ და არა მიკერძოებულ პოზიციონირებაზე და რომ, ამ კონტაქტს არავითარი გავლენა არ ექნება კონკრეტულ დავებზე.



ამდაგვარი გამართლება მცდარია. მსგავს კონტაქტებს ვაი რომ აქვს პირდაპირი მიკერძოებული გავლენა კონკრეტულ საქმეებზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ცისანა სირბილაძის მიერ მიღებული საპროცესო კანონის ფარგლებიდან სრულიად გასული განჩინება/უარი სხვა პროცესიდან გამომდინარე საქმის შეჩერების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საქართველოს ბანკის სარჩელის განხილვას გააჭიანურებს.



რაც შეეხება ბანკების მნიშვნელოვნებას. მათი მნიშვნელოება რა თქმა უნდა არ არის საკამათო, თუმცა ამის გამო მათი უკონტროლობა რომ სერიოზული საფრთხის შემცველია, საზოგადოება უკვე ხედავს. ამ პრობლემაზე საპასუხოდ წამოიწია სწორედ „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ პოლიტიკა, თუმცა არასრულფასოვნად. რაზეც მივწერე კიდეც კობა გვენეტაძეს.:
ბატონო კობა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტება სწორი სტრატეგიული ხაზია. აღნიშნულზე ორიოდ სიტყვის თქმა მინდა მისი გაფართოების არგუმენტირების კუთხით. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებით ბანკები არამხოლოდ სესხის გაცემისას (სესხის დამტკიცებისას) უნდა მოქმედებდნენ (რეგულირდებოდნენ), არამედ მას მერეც, მთელი სასესხო ხელშეკრულების პერიოდი. გაცემული სესხის უზრუნველყოფა (იპოთეკა/გარანტი) არ უნდა იყოს ბანკის მხრიდან კრედიტის მიზნობრივ ხარჯვაზე ზედამხედველობის ფუნქციის შეუსრულებლობა/შესრულების არჩევანი მხოლოდ ბანკის სურვილზე დამოკიდებული. კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ბანკმა, გარანტირებული უზრუნველყოფით, საამშენებლო კომპანია მოდულს არაერთგზის სესხი ისე გასცა, რომ არ ზედამხედველობდა სესხის მიზნობრივ ხარჯვაზე. შედეგად, ფული მშენებლობას არ ხმარდებოდა. საბოლოოდ დაზარალებული არც ბანკი და არც დეველოპერია. უზრუნველყოფაში მენაშენეთა ბინებია. დაზარალდნენ მხოლოდ მენაშენეები, ამ ქვეყნიდან საზრდოს საშოვნელად გადახვეწილები, ამ ქვეყნის ყველაზე რეალური ინვესტორები. ბანკები მევახშეებისგან სწორედ იმით უნდა განსხვავდებოდნენ, რომ გარანტირებული უზრუნველყოფა არ უნდა იყოს მათთვის ქვიშაში თავის ჩარგვის საფუძველი. არ ფიქრობთ, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი არამხოლოდ კრედიტის გაცემის, არამედ მის ხარჯვის პროცესზეც უნდა ვრცელდებოდეს?


აღნიშნულზე აი რა პასუხი იქნა გაცემული ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან:


„გაცნობებთ, რომ ... ბანკებს საკმარისი მოტივაცია გააჩნიათ განახორციელონ მიზნობრიობის კონტროლი, რათა ამ უკანასკნელის დარღვევამ არ გამოიწვიოს, როგორც საკრედიტო რისკის ზრდა, ასევე დაინტერესებულ მხარეთა მდგომარეობის გაუარესება.“
ამ პასუხით ბატონი კობა ამბობს, რომ კრედიტის გაცემისას კი იყო პრობლემები რეგულაციაში, თუმცა კრედიტის ხარჯვის პროცესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და ამ კუთხით რაიმის შეცვლა საჭირო არ არისო.




ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამდაგვარი დამოკიდებულება ( რომ საკრედიტო პროცესის მხოლოდ ერთი, კრედიტის გაცემის კომპონენტი იყო ხარვეზიანი, ხოლო მეორე, კრედიტის ხარჯვის კომპონენტი უხარვეზო), ქმნის იმის განცდას, რომ გვენეტაძე მხოლოდ გამტარი/შემსრულებელი იყო კრედიტის გაცემასთან დაკავშირებულ წინაწლის რეგულაციების, რომ იგი სრულფასოვნად, საბანკო სივრცის მიღმა  ვერ ხედავს პრობლემას.



კანონმდებლებისადმი ჩემი რჩევა იქნებოდა ეროვნული ბანკის ხედვის მაშტაბურობის გასაფართოებლად, ეროვნულ ბანკში დამოუკიდებელი სტატუსის მატარებელი საბანკო სერვისების ომბუცმენის ინსტიტუტი შემოიღოთ, ან ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი ამ კუთხით თვალყურისმადევნებლად შეარჩიოთ. როგორც სემეკს ჭირდება ენერგო-ომბუცმენი ზუსტად ასევე ესაჭიროება ეროვნულ ბანკს საბანკო სერვისების მიმღებთა ინტერესების დამცველი სათანადო სტატუსის მქონე პირი და ამ მეტად მნიშვნელოვან ამოცანას ვერ შეასრულებს ეროვნულ ბანკში დღესდღეისობით არსებული მომხმარებელთა დაცვის სამსახური.



ამავდროულად, სასამართლოსაც შეეძლო თავისი გავლენა მოეხდინა და მართლაც სრულფასოვანი „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ პოლიტიკა დაემკვიდრებინა საბანკო დაკრეტიდებაში. ამის ყველა სამართლებრივი ასპექტი სამოქალაქო კოდექსში დევს.



მიმდინარე სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობა, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა და ამის ნიადაგზე ბანკის მხრიდან გაცემული ძირი თანხის, პროცენტისა და საურავების ერთიანად მოთხოვნა სინამდვილეში, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბანკის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაა. ზიანის ანაზღაურების საკითხი კი სამოქალაქო კოდექსის თანახმად უკავშირდება ზიანის დადგომაში მხარეთა პასუხისმგებლობის, მათ შორის სესხის გამცემის მხრიდან პასუხისმგებლობის განსაზღვრას. როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით ბანკს აქვს სრული ძალაუფლება, რომ აკონტროლოს გაცემული სესხის მიზნობრიობა და ბანკი აღნიშნულ ფუნქციას არ ასრულებს, არ ანაღვლებს რაში და როგორ ხარჯავს გაცემულ სესხს სესხის მიმღები, იმის იმედად, რომ მის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილია, გამოდის, რომ ბანკი სესხის მიმღებთან ერთად თანამონაწილეა დამდგარ შედეგზე, ზიანის წარმოქმნაზე. შესაბამისად, სასამართლომ, ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს ბანკის პასუხისმგებლობაც.



ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სასამართლოს მხრიდან ამდაგვარი პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში დაკრედიტებას შეიძლება სერიოზული საფრთხეები შეექმნას. არამიზნობრივ დაკრეტიტებას ნამდვილად შეექმნება, თუმცა არა პასუხისმგებლიან დაკრედიტებას. დაკრედიტების სწორედ ეს ნაწილია რეალური ეკონომიკის მამოძრავებელი.



არამიზნობრივი ზვავისებური დაკრედიტება, რომელიც 2007 წლიდან დაიწყო ორი ძირითადი ბანკის ორკესტრირებით, არა ეკონომიკის, არამედ ბანკების მიერ ბაზრის ექსპანსიურად დაკავების უპასუხისმგებლო მისწრაფებებით იყო განპირობებული. ეს იყო ბანკების მხრიდან ქვეყნისთვის მეტად სარისკო ქმედება. ამ სარისკო ქმედებამ თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო 2009-ში, თუმცა 2009-ში დამდგარი სავალალო ფინანსური მდგომარეობა 2008 წლის ომს დაბრალდა. რეალურად ომმა სულზე მოუსწრო ბანკებს. გავიხსენოთ: გადატანილი ომის გამო და იმის გამო, რომ დასავლეთს სხვა რაიმე რეალურის შეთავაზება არ შეეძლო დამარცხებული საქართველოსთვის, დასავლეთმა საქართველოს 4 მილიარდი გამოუყო. ამ თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ ბანკების დასახმარებლად ბანკებში მიემართა. თი-ბი-სი ბანკის და ხაზარაძის მიმართ წინა წელს დაწყვებული ქმედებები, რ ათქმა უნდა, ტოვებს შერჩევითი სამართლის ნიშნებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხაზარაძის არგუმენტი, რომ მისი ქმედებით ბანკის აქციონერთა გარდა არავინ დაზარალებულა, უნდა დავეთანხმოთ. გადახდისუუნარობის სურათის დამძიმება იყო სწორედ ის მიზეზი (და როგორც აღმოჩნდა ეს ხელოვნურადაც ხდებოდა), რის გამოც დასავლთეთის ქვეყნებისგან საქართველოს თითოეული მოსახლესთვის დასახმარებლად გადმოცემული 4 მილიარდიდან უდიდესი ნაწილი სწორედ ბანკებში წავიდა.



ადვოკატი, დავით ებრალიძე





პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up