დავით ებრალიძის პერსონალური ბლოგი:„ ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თავის ენერგომატარებელს ბუნებრივ სიმდიდრედ არ აღიქვამს“

დავით ებრალიძის პერსონალური ბლოგი:„ ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თავის ენერგომატარებელს ბუნებრივ სიმდიდრედ არ აღიქვამს“

access_time2019-10-25 18:30:02

7 ოქტომბერს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ახალი „კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“. კომიტეტმა, მარტივად, სერიოზული ანალიტიკური მსჯელობის, შეფასებების გარეშე მიიღო პირველი მოსმენით კანონპროექტი, რომელიც ენერგეტიკაში ახალი თამაშის წესებს ამკვიდრებს.


აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები ადვოკატმა დავით ებრალძემ „კომერსანტს“ გაუზიარა:


„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დეპუტატთა აქტიობის სიმწირე იყო როგორც ოცნებაში ისე ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, „ევროპული საქართველო“ მართალია „წონიანი“ დეპუტაციით იყო წარმოდგენილი კომიტეტზე, თუმცა განხილვისას დავით ბაქრაძე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ უაპელაციოდ დაუჭირა მხარი კანონპროექტს რადგან „სწორი“ და „კარგია“ ბაზრის დერეგულაცია და ბაზრის გახსნაო.


კანონპროექტის ძირითად ასპექტზე - ენერგეტიკული ბაზრის გახსნაზე კი იყო ლაპარაკი კომიტეტზე, თუმცა ვიწროდ, მხოლოდ იმ კონტექსტში, რაც არსებული კანონით ისედაც დაშვებულია (ქვეყნის შიდაბაზრის დერეგულირება), ხოლო ბაზრის ღიაობის იმ მთავარ საკითხზე, იმ სიახლეზე, რისი დაცემენტებაც მოხდება ამ ახალი კანონით, ერთი სიტყვაც არ გაჟღერებულა, როგორც მომხსენებლის, ასევე დისკუსიაში გამომსვლელების მხრიდან.


ახალი კანონის მიღებით იხსნება სხვათა (უცხო ქვეყნის) მიერ ქართული ენერგომატარებლების და გადამცემი ხაზების თავისუფალი გამოყენება/დაშვება (ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა). აღნიშნულით, არათუ თანაბარ, არამედ უპირატეს მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდება ქართული ენერგომატარებლების სხვა ქვეყნების მხრიდან გამოყენება ადგილობრივ/ქართველ მომხამრებლებთან მიმართებაში (ექსპორტზე დღგ არ არის).
ჩვენს ენერგომატარებლებზე და გადამცემ ხაზებზე თავისუფალი დაშვების მოთხოვნა მოდის საქართველოს ევროპის „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ წევრობის ვალდებულებიდან (მიერთების ოქმს 2016-ში მოვაწერეთ ხელი).



ცხადია, ევროკავშირის ინტერესშია, რომ ჩვენს ენერგიის ბაზარზე თავისუფალი და უბარიერო დაშვება ჰქონდეს, თუმცა აი ჩვენთვის რატომაა ეს უაპელაციოდ სახარბიელო იქნებ აგვიხსნან კანონპროექტის მხარდამჭერებმა. ამაში სასიკეთო არაფერია, უბრალოდ ეს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ ჩვენი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებაა.


ელექტროენერგია არის ისეთივე ენერგომატარებელი როგორიცაა ბუნებრივი გაზი, თუ ნავთობი. ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თავის ენერგომატარებელს ბუნებრივ სიმდიდრედ არ აღიქვამს. წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად აზერბაიჯანმა, რუსეთმა, ან ნორვეგიამ მის ქვეყანაში მოპოვებული ბუნებრივი გაზი ან ნავთობი, ან ელექტროენერგია სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, მომხმარებელს უფრო ძვირად მიყიდოს ვიდრე უცხოს?


იმავდროულად, კანონპროექტის ავტორები უფრო შორს წავიდნენ, ამ კუთხით ძალზე საყურადღებოა გარდამავალ დებულებებში 156-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ იგი 2026 წლამდე არ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის, როგორც ბუნებრივი გაზის სისტემების ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე. ესეიგი, 2027 წლიდან გავრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მოცულობითი შემოსავლები, რასაც ქვეყანა მაგალითად სომხეთზე გატარებული გაზის სანაცვლოდ იღებს, აღარ იქნება.


მინდა კანონპროექტით მოცემულ პოზიტიურ ცვილებასაც შევეხო, თუმცა არა პოზიტიურ კონტექსტში, არამედ შეგონებისთვის. კანონპროექტის თანახმად მოხდება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოთა განცალკევება, რაც სწორია. ენერგეტიკულ საწარმოთა ვერტიკალური ინტეგრირება წინა ხელისუფლების დროს, ბენდუქიძის მოდელით განხორციელდა. ენერგეტიკულ საწარმოთა ვერტიკალურ ინტეგრირებაში იგულისხმევა, რომ თელასს და ენერგოპროსს, როგორც გამანაწილებელ კომპანიებს, თავიანთი გენერაციის ობიექტები გადაეცათ საკუთრებაში. მაშინ, როგორც ენერგო ომბუდსმენი, ვამბობდი, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო და რომ ამით კონკურენციას შევზღუდავდით. კარგია, რომ წინახელისუფლების წარმომადგენლებმა აზრი შეიცვალეს, ცუდია, რომ ამას ათი წელი დასჭირდა.


ცოტა ხნით ადრე პარლამენტმა ელექტროენერგიის დიდი მომხმარებელი საწარმოები დერეგულირებულ ბაზარზე გაუშვა სავალდებულო წესით. ამ პროექტის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ეს ამ საწარმოებს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა და რომ მათთვის ელექტროენერგიის ფასი მოსალოდნელია რომ შემცირდეს კიდევაცო. ვისაც არ სჯეროდა, მაშინ რომ ვეუბნებოდით, რომ ეს ცვლილება ამ საწარმოებს არსებითად გაუზრდიდა ელექტროენერგიის საფასურს, მინდა ვამცნო, რომ მართლაც ასე მოხდა, ტარიფმა ამ საწარმოებისთვის თითქმის 35% პროცენტით მოიმატა, ზოგიერთი საწარმო უკვე გაჩერდა ზოგი გზაშია„



დავით ებრალიძე 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up