დავით ებრალიძე: ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა

დავით ებრალიძე: ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა

access_time2018-09-13 17:00:50

ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. კანონპროექტი, რომელიც სამი წელია უკვე პარლამენტში, თაროზეა შემოდებული, სასწრაფოდ ითხოვს მნიშვნელოვან დახვეწას და ამოქმედებას. დახვეწის გარეშე ეს კანონი არაეფექტური იქნება. ეფექტური ანტიდემპინგური კანონის გარეშე ვერ იარსებებს სამართლიანი თავისუფალი ვაჭრობის ბაზარიც.წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო პროდუქციის დიდი ოდენობით შემოდინება.


დავით ებრალიძე: ქართული პროდუქცია დაცული უნდა იყოს არასამართლიანი და უხარისხო კონკურენციისგან


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა. როგორც ირკვევა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ირანული პროდუქციისთვის უპირობოდ აქვს გაღებული კარი, მაშინ როცა მეზობელმა ქვეყნებმა დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ჩაუკეტეს საზღვრები და გადასახადები დაუწესეს. შემოტანილი პროდუქციის დემპინგური ფასი, როგორც ირკვევა, პირდაპირ კავშირშია მის უხარისხობასთან.


ნაგებობების, დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ ყუბანეიშვილი აიპრესთან განმარტავს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს ანტიდეპინგური კანონი ადგილობრივი ბაზრის დასაცავად, ვინაიდან დემპინგური ფასით ბაზარზე ოპერირება კლავს ადგილობრივ მწარმოებელს და ხელს უწყობს უხარისხო მშენებლობას. როგორც არჩილ ყუბანეიშვილი აცხადებს, აუცილებელია დაწესდეს კონტროლი ირანიდან იმპორტირებულ არმატურაზე.


ადვოკატი დავით ებრალიძე აიპრესთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველომ დროულად უნდა აამოქმედოს ანტიდემპინგური კანონი, ვინაიდან სხვა სამართლებრივ რეგულაციებთან ერთად არ გაგვაჩნია ადგილობრივი ბაზრის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი ანტიდემპინგური სამართალი.


-რამდენად შეესაბამება არსებული ადტიდემპინგური კანონპროექტი იმ მოთხოვნებს,რაც უნდა მოერგოს ბაზრის საჭიროებებს? შეაფერხებს თუ არა ქართულ წარმოებას, ქვეყანაში დემპინგური ფასების შემოსვლა?

-ის კანონპროექტი, რაც შემუშავებულია ეკონომიკის სამუნისტროში 2014-ში, საჭიროებს დახვეწას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროზე დაიწყოს ანტიდემპინგურ კანონზე პარლამენტში მუშაობა, რათა მალე მივიღოთ დახვეწილი კანონი. ადგილობრივი ბაზრის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ანტიდემპინგური სამართალი არ გაგვაჩნია, სხვა სამართლებრივი რეგულაციების მიღებაც გვჭირდება იმისთვის, რომ ადგილობრივი პროდუქცია დაიცვას სახელმწიფომ.


2014-ში შემუშავებულ ანტიდემპინგურ კანონპროქტს რაც შეეხება, ჩემი აზრით,ბევრი საკითხი იქნება მასში გადასამუშავებელი. მიმაჩნია, რომ ის მექანიზმი, რა მექანიზმითაც კანონპროექტშია გაწერილი დემპინგის შეფასება და დადგენა, ცოტა რთული იქნება, რაც ადმინისტრირების არაეფექტიანობის ერთ-ერთი მანიშნებელია.


მეორე, არსებული კანონპროექტი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შესაძლებლობას მისცემს მოწინააღმდეგე მხარეს გაართულოს და გააჭიანუროს ეს პროცესი. ხელი შეუშალოს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას.


მესამე ხარვეზია შეფასების ის მექანიზმები, რაც ჩადებულია ამ კანონპროექტში. პირდაპირ გეტყვით, შეფასების მექანიზმები რთულად განსახორციელებადი იქნება.


გარდა ამისა, ანტიდემპინგური კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველი ინსტიტუტი, რომელიც შეფასებებს გააკეთებს და დაამუშავებს კონკრეტულ შემთხვევებს, შერჩეულია კონკურენციის სააგენტო.


კონკურენციის სააგენტო, ჩემი აზრით, სრულიად საპირისპირო მიმართულების ინსტიტუტია. ეს სააგენტო პირიქით, ბაზარზე მაქსიმალურად მეტი მოთამაშის და ბევრი კონკურენტის არსებობისთვის ხელშესაწყობად არის შექმნილი, რათა პროდუქტზე რაცშეიძლება დაბალი ფასი იყოს, ხოლო ანტიდემპინგური რეგულაციის არსი სულ სხვა რამეა.



— გამოიწვევს თუ არა ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ანტიდემპინგური კანონი , თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების დარღვევას? არსებობს ასეთი მოსაზრება, სხვათა შორის, ექსპერტთა წრეებში, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვარჩიოთ ვინ შემოვიდეს და ვინ არა.


- მცდარია ეს მოსაზრება! პირიქით სწორედაც , რომ საჭიროა ანტიდემპინგური კანონი ინვესტორისთვის, რათა საქართველოში ჩადოს ინვესტიცია წარმოების განსავითარებლად.


ინვესტორი იმ შემთხვევაში გადაწყვეტს ქვეყანაში რეალური ინვესტიციების განხორციელებას, თუ ის დაინახავს, რომ მის მიერ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია დაცული იქნება არასამართლიანი და უხარისხო კონკურენციისგან.


ამიტომ ასეთი სამართლებრივი კონკურენციის მექანიზმების არსებობა ქვეყანაში უფრო წაახალისებს ინვესტორს, რომ გაბედული ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში საწარმოო კაპიტალის შემოსატანად.


 თუ ანტიდემპინგური კანონის მიღება დადგება დღის წესრიგში, რა უნდა იყოს ამ კანონის მთავარი პრინციპი? ის, რაც ქართულ წარმოებას საშუალებას მისცემს დაიცვას თავი დემპინგური ფასებით შემოსული პროდუქციისგან?


ანტიდემპინგური კანონის მთავარი პრინციპები უნდა იყოს ის, რომ დემპინგის დასადგენი მექანიზმები იყოს მარტივი და დროის მოკლე პერიოდში განხორციელებადი.


ანტიდემპინგური სამართალწარმოების პროცესის ადვილად შეფერხების ადმინისტრაციული მექანიზმები არ უნდა არსებობდეს. თუ ნამდვილად იარსებებს დემპინგის საშიშროება, საქართველოს მთავრობას ადვილად უნდა შეეძლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ყველა ეს მექანიზმები თუ იქნება დაცული, მაშინ კანონი ეფექტური იქნება.

დავით ებრალიძემ ინტერვიუში ყურადღება გამახვილა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე, რომელიც თავის წევრ ქვეყნებს სთავაზობს ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიზმებს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აქვს თავისი დებულებები, კერძოდ მე-6, მე-12 და მე-19 თავები , რომელიც პირდაპირ უთითებს ადგილობრივი პროდუქციის დასაცავ მექანიზმებს.

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა განვითარებადია, სახელმწიფოში ექსპორტსა და იმპორტს შორის დიდი განსხვავებაა, დეფიციტი არსებითია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ქვეყანას აძლევს ადგილობრივი პროდუქციის დასაცავად უფრო მეტი მექანიზმების შემოღების საშუალებას. ჩვენ ვართ სწორედ ასეთი ქვეყანა, განვითარებადი, სადაც იმპორტი გაცილებით ჭარბობს ექსპორტს.


ჩვენ არ ვიყენებთ მექანიზმებს, რაც აქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დროებითი მექანიზმების შემოტანით საშუალებას აძლევს ქვეყნებს ადგილობრივი პროდუქციის დასაცავად უფრო მეტი ბარიერები შექმნას.


კიდევ ერთი საკითხია სახელმწიფო შესყიდვები. ყველა ქვეყანაში ეს სფერო პროტექციონისტულია. როგორ შეიძლება ქვეყანაში იწარმოებოდეს არმატურა, ცემენტი და სახელმწიფო შესყიდვების არ იყოს მოთხოვნილი ის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა?! ამდაგვარი პროტექციონიზმი ყველა ქვეყანაში არის დაცული!


-უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ანტიდემპინგური კანონი ხარისხის კონტროლს, ვინაიდან დემპინგურ ფასად ბაზარზე შემოსვლა ძირითადად ხდება ცუდი ხარისხის ხარჯზე. იგივე ირანული სამშენებლო მასალები რომ ავიღოთ, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, არავინ აკონტროლებს.


- ეს არის დამატებითი საკითხი. დემპინგური რეგულაცია ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც ერთი ხარისხის პროდუქტზე არის ფასი, რომელიც თვითღირებულებაზე დაბალია. სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი დამატებითი პრობლემაა, აქ სხვა დამატებითი სამართლებრივი, თუ ადმინისტრაციული რეგულაციებია საჭირო. ამ კუთხითაც დაგეთანხმებით, რომ არ არის შესაბამისი მექანიზმები ქვეყანაში და აუცილებლად საჩქაროა რომ განვავითაროთ ეს რეგულაციები.


-მართალია, კანონში ცვლილებები მოითხოვს დროს, მაგრამ არც იმდენს, რომ 3-4 წელი კანონპროექტი თაროზე იდოს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოქმედებს აქ გარკვეული პოლიტიკური ფაქტორები ანუ გარკვეულ ჯგუფებს ან ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში სხედან და აქვთ საკუთარი ბიზნესი, რომელიც ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზეა აწყობილი, არ აწყობს ამ კანონის მიღება?


-ვერ გამოვრიცხავთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ნაწილი ძირითადად არის იმპორტულ საქონელზე დამოკიდებული. შესაბამისად, ლოგიკურად გამოდის, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი წარმოადგენს იმპორტული პროდუქციის დისტრიბუციას.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი ბიზნესმენი თუ ლობისტური ორგანიზაცია ამით იკვებება. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ქართველები, მათ შორის პოლიტიკოსები შეძლებენ ასე ადვილად მიიღონ და შეიმუშაონ ის მექანიზმები რაც ადგილობრივ წარმოებას დაიცავს დემპინგურ ფასად იმპორტირებული პროდუქციისგან.თუ საზოგადოება ამაზე ხმამაღლა მსჯელობას დაიწყებს და საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდება, ცხადია ამას ღიად ვერავინ დაუპირისპირდება.ჩვენ სწორედ იმ გარდამტეხ სიტუაციაში ვართ, როდესაც უფროდაუფრო უნდა ისმოდეს ხმა ადგილობრივი პროდუქციის დასაცავად, უნდა გაძლიერდეს ეს ხმა! ჩემი აზრით, ამგვარად უფრო მიიღწევა მიზანი.თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, გაცილებით ჩქარა მივიღებდით ამ კანონს.


განვმეორდები, არსებული კანონპორექტის პირველადი ვერსია საჭიროებს დამუშავებას, მთავარია, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ის რომ პირველადი ვერსია დახვეწას საჭიროებს, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ უარი ვთქვათ ამ პროექტის განხორციელებაზე. უნდა დავიწყოთ მიღების პროცედურები.


ipress






მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up