კოსტავას N70-ში მდებარე კორპუსის  მესაკუთრეები “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტექნიკური სართულის  “მიტაცებაში“ ადანაშაულებენ

კოსტავას N70-ში მდებარე კორპუსის მესაკუთრეები “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტექნიკური სართულის “მიტაცებაში“ ადანაშაულებენ

access_time2019-01-16 18:00:34

 

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დავით ნარმანიას მერობის დროს,  სავარაუდოდ,  საკუთარი მანდატი გამოიყენა იმისთვის, რომ თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე არსებული კორპუსის ტექნიკური სართული საკუთარი კომპანიის სახელზე გადაეფორმებინა, — ეს ინფორმაცია კომერსანტს ადმოკატმა დავით ებრალიძემ მიაწოდა. 


როგორც ადვოკატი გვიყვება, კოსტავას N70-ში მდებარე კორპუსს დაახლოებით 20 წლის წინ რამდენიმე სართული დაემატა, რის გამოც ძველ და ახალ ნაგებობას შორის ტექნიკური სართული გაჩნდა, რაც არქიტექტურის სამსახურის მიერ 1999 წელს დამტკიცებულ აქტშიც არის დაფიქსირებული. თავად ფართი წლების მანძილზე კორპუსის მესაკუთრეთა მფლობელობაში ითვლებოდა და ისინი სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ. 


2017 წელს კი თბილისი მერიის არქიტექტურის სამსახურმა აქტში ცვლილება შეიტანა, რის შემდეგაც ტექნიკური სართული შპს გამსახურდია 5-ის საკუთრებაში გადავიდა. სწორედ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია  დავით სონღულაშვილი, მისი ძმა იოსებ სონღულაშვილი, რომელიც დღესაც “გამსახურდია 5“-ის პრეზიდენტია.




„აქტში შეიტანეს ცვლილება, რომ აღნიშნული ფართი მშენებლობის ნაწილი იყო, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა “გამსახურდია 5“-ის ეს ქონება დაურეგისტრირა. სინამდვილეში ეს არის სრული მიტაცება. ტექნიკური ნაწილი რომ მშენებლობის ნაწილი არ იყო, პირდაპირ ჩანს როგორც საპროექტო დოკუმენტაციაში ასევე ვიზუალურადაც - ძველი შენობა არის მოპირკეთებული ქვით, დაშენებული კი არის აგურით. ეს ყველაფერი თვალნათლივ ჩანს. მათ უბრალოდ დაასხეს ზევიდან ბეტონი და გაუკეთეს გამაგრება“,- გვიყვება დავით ებრალიძე.



ტექნიკური სართულის კერძო კომპანიის საკუთრებაში გადატანის შემდეგ ძველ მფლობელებს უამრავი პრობლემა შეექმნათ.

 

“შენობის თანამესაკუთრეები კომერციული სუბიექტები არიან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი მათ ბიზნესს ათასობით ლარის ზარალი ადგება. მაგალითად, სამედიცინო ცენტრმა GEOSWISS- მა საოპერაციო გააჩერა. მიზეზი არის ის, რომ კლინიკას ტექნიკურ სართულზე კომუნიკაციები ჰქონდა განთავსებული, ახალი მესაკუთრეები კი ტერიტორიის გამოყენების უფლებას უზღუდავენ,“  აღნიშნავს დავით ებრალიძე.

 

დღეს კლინიკის მფლობელები საკუთარი ინტერესების დაცვას თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში ცდილობენ. მათი ადვოკატი დავით ებრალიძე 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. თუმცა იურისტს იმედი არ აქვს, რომ სახელმწიფო უწყება არსებულ გადაწყვეტილებას შეცვლის. ებრალიძე გვიყვება, რომ აქტის გაბათილების მიზნით საჩივარი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც მიმართეს, პასუხი ამ დრომდე არც იქიდან მიუღია. საჩივრის განხილვაზე უარი თქვა არქიტექტურის სამსახურმაც.

 

„კალაძის მერიას ახლა აქვს შანსი, რომ წინა მერის პერიოდში ჩადენილი დანაშაული გამოასწოროს, სხვა შემთხევაში იგივე პასუხისმგებლობას აიღებენ. სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს გამარჯვების იმედი, რადგან შუა რგოლში იგივე ადამიანები მუშაობენ.   ცხადია, ისინი ხვდებიან, რომ თუ არ დაიცავენ საკუთარ გადაწყვეტილებას, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება არა მარტო ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წესითაც. ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ, რომ დაიცვან თავიანთი გადაწყვეტილება“, აცხადებს დავით ებრალიძე.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობს შენობის თანამესაკუთრეების ბრალდებაზე დავით სონღულაშვილი. ქართული ოცნების დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

"საქმის ჩემს სახელთან დაკავშირება მათ პირად ინტერესში შედის. მას შემდეგ რაც პოლიტიკაში წავედი ბიზნესსაქმიანობას ჩამოვშორდი, ამიტომ გამიჭირდება საკითხის დეტალებზე გესაუბროთ. რასაც დავით ებრალიძე ამბობს არ შეესაბამება სიმართლეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი გავლენები აბსურდია. მე პოლიტიკაში მსგავსი ტიპის დამოკიდებულებისგან აბსოლუტურად შორს ვარ,“  აცხადებს დავით სონღოლაშვილი.


როგორც თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ “კომერსანტს“ განუცხადა, კომიტეტი შეისწავლის  კოსტავას N70-ში მდებარე კორპუსს მესაკუთრეების და შპს “გამსახურდია 5“-ის პოზიციებს და უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას.  


ბაჩო ადამია

 





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up