“რეგულაციებით და დედოლარიზაციის პოლიტიკით, რომელიც მოკლე ვადაში შედეგზე იყო ორიენტირებული რა შედეგი მოგვიტანა? ლარში დეპოზიტი ვის ჭირდება? იმ დროს როდესაც მუდმივი დევალვაციაა და ლარს არა სანდოს ხდის”, – ამის შესახებ ბიზნესმენი, რითელერი, დავით ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რეგულაციების და დედოლარიზაციის პოლიტიკამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა.
“რეგულაციებით და დედოლარიზაციის პოლიტიკით, რომელიც მოკლე ვადაში შედეგზე იყო ორიენტირებული რა შედეგი მოგვიტანა? ლარში დეპოზიტი ვის ჭირდება? იმ დროს როდესაც მუდმივი დევალვაციაა და ლარს არა სანდოს ხდის?? თვითონ რა ვალუტაში აქ დანაზოგი??? როდესაც საცალო ბიზნესს დაარტყეს რეგულაციით როგორც ტექნიკის ასევე სამშენებლოს, რა გამოიწვია ამან?
ტექნიკის ბიზნესს გაყიდვები 40% შეუმცირდათ, განვადებები თითქმის მოკლეს, მაცივარი რომელიც მინ 10 წლით მინდა, ქეშით რატო უნდა ვიყიდო??? მოკლეს განვადება მოკლეს ბიზნესი. იგივე მშენებლობაში, უამრავი თვითდასაქმებულია მაგალითად კაფელის დამგები, ფული აქ და ხელფასი არ ერიცხება, ბანკი განვადებას არ აძლევს. ამიტო დაეცა გაყიდვები, შემცირდა შეკვეთები, ფული აღარ ბრუნავს. მშენებლობა საერთოდ. აზრზე მოდით რა”, – წერს დავით ჩხეიძე სოციალურ ქსელში.