დავით ჭიჭინაძე:„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედაეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა!“

დავით ჭიჭინაძე:„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედაეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა!“

access_time2020-03-25 17:44:22

ლარის კურსთან დაკავშირებით დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედაეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა!


რადგან, მაშინ როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არამგონია ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს.


ამასთან, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, რეალურად სად გადის, ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას?!


კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ.ეს ხომ საგანგებო სიტუაციაში გასატარებელი ღონისძიებებია?!


მხოლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის დანგრეული ეკონომიკა, რომელიც ამ კრიზისის შემდეგ შეგვრჩება.



მითუმეტეს, როდესაც სახეზეა რეალობა, როცა ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე, ბანკებისთვის ადამიანებს 3 თვის კი არა, 10 თვის პროცენტის გადახდა მოუწევთ დოლარში და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ზის და შემოსავალი ლარში არ ეზრდებათ.


ამიტო, ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა იქნას დახარჯული და არა ასეთი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, როდესაც არავინ იცის, ვინ სად, ან რა ვალდებულებებით რიცხავს ამ ფულს;უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება;


გადასახადებისს დაწევა კონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგრამ ეს პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა შეეხოს, ზოგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს კიდეც გადასახადები.


ეს ყველაფერი კი იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ როდესაც კორონა ვირუსის კრიზისი გადაივლის, ადგილობრივი წარმოება შევინარჩუნოთ, მოვახდინოთ მისი განვითარება; არა მარტო შევინარჩუნოთ ის მცირე სამუშაო ადგილები, რაც დღეს გაგვაჩნია, შევქმნათ ახალი. მთავარი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა.“-აცხადებს  დავით ჭიჭინაძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up