დავით ჭიჭინაძე: გია ვოლსკი მსოფლიო ჩემპიონია „გაპრავების

დავით ჭიჭინაძე: გია ვოლსკი მსოფლიო ჩემპიონია „გაპრავების" დარგში

access_time2018-10-12 17:50:09

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე კრიტიკულ კვლევებზე ხელისუფლებას დამოკიდებულებებს უწუნებს. ამჯერად ის IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია ე.წ. ელიტურ კორუფციასა და ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ გადაცდომებზე. დეპუტატი განსაკუთრებით გია ვოლსკის აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ის არანაირ კრიტიკულ აზრს არ იღებს.


„ძალიან ცუდია, როცა ასეთი ფაქტები ფიქსირდება ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ ამაზე ისეთი პასუხები კი არ არის გასაცემი, როგორც დღეს ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, დასაფიქრებელია, რადგან რეალურად ყველა ეს საკითხი დიდი ხანია საზოგადოებაში მუსირებს ჭორის დონეზე და სამწუხაროდ ჭორი აღმოჩნდა სიმართლე. როდესაც ეს კვლევებში ხვდება, ალბათ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია შემაშფოთებელია. მაგრამ ჩვენ გვყავს ვიცესპიკერი ბატონი გია ვოლსკი, რომელიც არის მთავარი „გამპრავებელი" და ის ყველაფერს უარყოფს ზოგადად და საერთოდ მსოფლიო ჩემპიონია ალბათ „გაპრავების“ დარგში. თავისი ფუნქციები აერია ალბათ უკვე, მისთვის არასოდეს არ არსებობს არც ფაქტები, არც საბუთები. ყოველთვის ამბობს, რომ არ ენდობა, თვითონ ვისგან აქვს ასეთი ნდობა, რომ სხვას არ ენდობა, ეს მაინტერესებს",- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


IDFI -ს ინფორმაციით, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება. ორგანიზაციის ცნობით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე.



IDFI საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი.


imedinewss






ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up