დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

access_time2019-06-15 14:00:34

ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები მიმოიხილა.


„ბაზის ბანკი წელს 26 წლის გახდება, ჩვენ უკვე ათწლეულებია ვოპერირებთ ბაზარზე და წარმოვადგენთ ერთ-ერთ უხუცეს საფინანსო დაწესებულებას. რითიც ვამაყობთ. მნიშვნელოვანია ის,რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი ორიენტირებული იყო ბიზნეს სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ბიზნეს სექტორზე და ბაზის ბანკის მიერ გაცემული სესხების 78%  სწორედ ბიზნეს კომპანიებზე გაცემულ სესხებს შეადგენს. ჩვენი სტრატეგიული ინვესტორი ჰუალინგ ჯგუფია,რომელიც 2012 წელს შემოვიდა და გახდა ბაზის ბანკის უმსხვილესი აქციონერი. ამ ჯგუფს ბევრი მიმართულებით აქვს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიცია განხორციელებული, საუბარია 600 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციებზე, სასტუმროების, ბიზნესის, უძრავი ქონების მიმართულებით,  ქუთაისში თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონით და დიდი სავაჭრო სივრცით თბილისში.


მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ სალიზინგო ბაზარი, აღმოვაჩინეთ რომ ბაზარზე რამდენიმე კომპანია ოპერირებს და რეალურად დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე. ჩვენი ამ ბაზარზე შესვლის მიზანია არა ბანკთან კონკურენციაში შესვლა, არამედ იმ პროდუქტების შეთავაზება,რომელიც არ არის წარმოდგენილი ბაზარზე. მათ შორის გვესახება დიდი შესაძლებლობა,რომ გავიდეთ მწარმოებლებთან და მათგან წამოვიღოთ კონკრეტული სასაქონლო კრედიტები და შევთავაზოთ ბაზარს და მომხმარებელს ის პროდუქცია, რაზეც დღეს აქ არის მოთხოვნა.



საბანკო რეგულაციებმა მთლიანად საბანკო სექტორზე მოახდინა გავლენა. რა თქმა უნდა, არც ბაზის ბანკი იყო გამონაკლისი, თუმცა ცალკე სასაუბროა ის, თუ ვისზე უფრო მეტად ან ნაკლებად მოახდინა გავლენა. ბაზის ბანკის შემთხვევაში  საცალო სესხების მიმართულება წარმოადგენს მთლიანი პორტფელის 22-23%-ს და ისტორიულად, ჩვენ პრიორიტეტს წარმოადგენდა ის პრინციპები,რომელიც დღეს მოიხსენიება,როგორც პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და მომხმარებელზე ზრუნვა. ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან. ჩვენთან გაცემები სამომხმარებლო სესხებზე 25%-ით არის შემცირებული, თუმცა ამ რეგულაციებმა დადებითი ეფექტი გამოიღო. რაც შეეხება კურსის ცვლილებას, უნდა ითქვას, რომ ბაზის ბანკის მიერ გაცემული სესხების 90%-ზე მეტი ლარშია გაცემული, რითიც ჩვენი მომხმარებლები მაქსიმალურად დაცული არიან კურსის ცვლილებებისგან,“- ამბობს დავით ცაავა.


რადიო კომერსანტი

ნათია კეკენაძე


 


თეგები:
ლიზინგი



თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up