დავით ბერძენიშვილი - თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის, „სამართლიან არჩევნებს“ ხელი გადაუგრიხეს ან რაღაცებში გამოიჭირეს

დავით ბერძენიშვილი - თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის, „სამართლიან არჩევნებს“ ხელი გადაუგრიხეს ან რაღაცებში გამოიჭირეს

access_time2020-12-14 14:21:56

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილისთვის გაუგებარი და არადამაჯერებელია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის განცხადება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-მ შეცდომა დაუშვა.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-ს შეცდომა მოუვიდა. კარგი ორგანიზაციაა, ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლის ფორმებით არის ეს თუ რაღაც სხვა ამბებით, მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება. ღიად ტყუილს გვეუბნებიან, არაფერი შეცვლილაო. ასე არ არის“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის აღნიშნული განცხადება არადამაჯერებული და არაადეკვატურია.

„პერსონალურ პასუხისმგებლობას მაინც როგორ ვერ ხედავს, ასეთი რამ რომ დამართა საკუთარ ორგანიზაციას. ამ მხრივ ძალიან გაღიზიანებული ვარ. არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის.


„თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის. ხელი გადაუგრიხეს „სამართლიან არჩევნებს“, ან რაღაცებში გამოიჭირეს თავისი შიდა ამბებით. ვფიქრობ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობები ძალიან შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე ამოწურული არ არის. არცერთი ოპოზიციურ პარტიას ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ვნახოთ, ელჩებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მან, როგორც დირექტორმა შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა. როგორც ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 47.6% აქვს.

IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up