დავით ბეგიაშვილი ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე: ორივე ეს მავნე ძალა (ნაციონალური მოძრაობა, “ქართული ოცნება“) ისტორიას ჩავაბაროთ

დავით ბეგიაშვილი ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე: ორივე ეს მავნე ძალა (ნაციონალური მოძრაობა, “ქართული ოცნება“) ისტორიას ჩავაბაროთ

access_time2019-07-09 12:20:35

“მამუკა ხარაზაძემ დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე“ — განაცხადა  “კომერსანტთან “ საინიციატივო ჯგუფის ბიზნესმენები, თავისუფალი ბიზნესისათვის საქრთველოში კოორდინატორმა, ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელმა დავით ბეგიაშვილმა.


ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.


პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს .


2020 წლის საპარლამენტო არჩევნემდე 20 თვეა მხოლოდ დარჩენილი, ამ მოცემულობით ჩანს რომ თუ არ ვიაქტურებთ არ გავერთიანდებით ძალად, ისევ ნაცები იქნებიან ქოცების - ოცნების საპირწონედ და გამოდის, რომ მწვალებლების მოსვლის შიშით ისევ აუხდენელ ოცნებას უნდა დავუჭიროთ მხარი? ორ უარეს შორის ისევ უკეთესს აგვარჩევინებენ, ისევ უძრაობა, უკანონობა, იმედგაცრუება!.. სხვა პერსპექტივა ფაქტია, არც კი ჩანს.



ილუზიაში აღარ ვიყოთ, ამათგან ფაქტია უკვე არაფერი გამოვა!


ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცალსახად აჩვენა, რომ გამოსავალი ერთი დაგვრჩენია - ეხლავე და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ეროვნული, პროფესიონალი და მოუსყიდველი ხალხის მობილიზება, რომ 2020 წლისათვის 20 თვეში უკვე, ორივე ეს მავნე ძალა ისტორიას ჩავაბაროთ,  ჩვენ ეს შეგვიძლია, გამოგვივა, ძალა ერთობაშია ! ჩემი მხადაჭერა და სოლიდარობა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას!“  ასეთია დავით ბეგიაშვილის პოზიცია მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი სამოქალაქო მოძრაობის  ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.







ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...


მსგავსი სიახლეები

up