“ამუშავდა ცრუ პროპაგანდის მანქანა“ - დავით  ბეგიაშვილი მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ბრალდებაზე განმარტებას “კომერსანტთან“ აკეთებს

“ამუშავდა ცრუ პროპაგანდის მანქანა“ - დავით ბეგიაშვილი მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ბრალდებაზე განმარტებას “კომერსანტთან“ აკეთებს

access_time2019-10-08 11:30:22

ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5-ის და ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი,  საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის “ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ კოორდინატორი დავით ბეგიაშვილი რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუს უწოდებს და „კომერსანტის“ საშუალებით განმარტებას აკეთებს. 


„ამუშავდა ცრუ პროპაგანდის მანქანა. აღნიშნულ ფაქტებს ჩემთან დამოკიდებულებაში საერთოდ არ ჰქონია ბუნებაში ადგილი. სირცხვილია ვინც ამას უკვეთავს და ავრცელებს!


აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი სკანდალი, რომელშიც ბეგიაშვილი და მისი ბიზნესი გაეხვია. კერძოდ, გასული წლის მარტში კოპანიასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ალბატროსში წამებით მოკლული ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოხიეს. თუმცა, მაშინ კომპანიაში ამის პასუხად აცხადებდნენ, რომ ეს ინფორმაცია მათმა ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, თუმცა სათვალთვალო კადრებში ჩანდა, რომ ფოტოები კი არ ჩამოხიეს, არამედ თვითონ ჩამოცვივდა.


ამას უკვე 2018 წის ივნისში მოყვა შს სამინისტროს მიერ „ალბატროსის ჩხრეკა. როგორც უწყებაში განმარტავდნენ, მათ ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა მიმართა განცხადებით, რომ შპს ალბატროსის შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა. კომპანიაში კი ამ ორ ფაქტს მათ მიმართ დაგეგმილ მიზანმიმართულ, აგრესიულ კამპანიად და პროვოკაციად აფასებდნენ.


მივწერე რედაქციას: მოგესალმებით! საიდან მოიტანეთ, რომ მე ან ჩემს კომპანიებს ამ ფაქტებთან საერთოდ რაიმე დამოკიდებულება ან შემხებლობა გვაქვს?! პირველ შემთხვევის შესახებ (გმირის ფოტოების ჩამოხევა) არც მსმენია საერთოდ და ადგილიც არ ჰქონია ჩვენთან ესეთს, მეორე ფაქტი (სხვენში ნარკოტიკების აღმოჩენის) მეც მსმენია პრესიდან , ეს ეხებოდა სულ სხვა ორგანიზაციას, მეტალოპლასტიკის კარ ფანჯრების მწარმოებელ კომპანია შპს ალბატროსს, რომელთანაც მე არანაირი არც პირდაპირი არც ირიბი კავშირი არ მაქვს, გთხოვთ გადაამოწმოთ ინფორმაცია, და უარყოთ არნიშნული ფაქტები საჯაროდ, წინააღმდეგ შემთხვევასი მივმართავ კანონით დადგენილ ზომებს“ წერს ბეგიაშვილი „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ წერილში. 



როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.„ლელოს“ ახალ წევრებს შორის არის ერთი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი.შეგახსენებთ, რომ 36 კაციან საზოგადოებრივ მოძრაობაში ბეგიაშვილი მეორე ბიზნმესმენია. მანამდე ხაზარაძემ მოძრაობის წევრად კიდევ ერთი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი გიორგი მორდეხაშვილი წარადგინა.



„კომერსანტი“







StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up