დავით ბეგიაშვილი ხაზარაძის ბრალის წარდგენაზე: „ეს ფაქტი შესაძლოა ბიზნესის დაშინებად და თითის დაქნევად  შეფასდეს“

დავით ბეგიაშვილი ხაზარაძის ბრალის წარდგენაზე: „ეს ფაქტი შესაძლოა ბიზნესის დაშინებად და თითის დაქნევად შეფასდეს“

access_time2019-07-24 18:30:04


“საინიციატივო ჯგუფის ბიზნესმენები, თავისუფალი ბიზნესისათვის საქართველოში“ კოორდინატორის, “ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელის დავით ბეგიაშვილის აზრით, დროში საეჭვოდ ემთხვევა მამუკა ხაზარაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების დაანონსება და პროკურატურის დღევანდელი განცხადება.



მისი განმარტებით, ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განხილული იქნას ის, რომ ბიზნესისთვის ეს არის თითის დაქნევა და მესიჯი, რომ ბიზნესმა შეწყვიტოს ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების დაფინანსება ან თავად ბიზნესმენები \პოლიტიკაში  არ წავიდნენ .


„გენერალურ პროკურატურას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა მოესწრო ბრალის წარდგენა, თუმცა, დღეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა და ჩანს, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის“-განმარატავს ბეგიაშვილი.


მისი ინფორმაციით, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უარს არ ამბობს ძველი ხელისუფლების მეთოდებზე, ეს თვალნათლივ ჩანს.



„თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ საუბრები იყო ბიზნესის არაფორმალურ გარემოში წარმოებაზე, შეგვიძლია ასეთი დასკვნის გაკეთება -ბიზნესი ქვეყანაში სრულად თავისუფალი არ არის. ეს ფაქტიც შესაძლოა ბიზნესის დაშინებადაც კი  შეფასდეს,“ ბეგიაშვილი.



გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს  ბრალი გააცნო. ხაზარაძე და ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც უწყება დატოვეს.გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში განცხადება დღეს გაკეთდა.


როგორც ცნობილია,  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება რამდენიმე კვირის წინ დაანონსა.ამის შესახებ ხაზარაძემ საკუთარ ფესბუქის გვერდზე დაწერა. მისივე განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება იქნება.


სოფო ქსოვრელი 






„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...


მსგავსი სიახლეები

up