დავით ბაქრაძის ინფორმაციით, 25 ნოემბერს აქცია გაიმართება, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება მოხდება

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, 25 ნოემბერს აქცია გაიმართება, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება მოხდება

access_time2019-11-19 23:22:17

პიკეტირება, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო გამოსავალი. ისევე როგორც ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება ბუნებრივია არ არის კარგი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შექმნა და ამ ყველაფრისკენ საზოგადოება მიიყვანა ივანიშვილის და ოცნების ტყუილმა შეესრულებინათ ის, რასაც ხალხს დაჰპირდნენ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსთან'' საუბრისას ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.



მისივე თქმით, ამ კვირის განმავლობაში აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდებიან, ხოლო 26 ნოემბერს მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის პიკეტირება მოხდება.



,,პროტესტები გაგძელდება და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ გადის სპეცრაზმზე, ფარებზე და წყლის ჭავლზე. ადამიანები აქ გამოიყვანა შეურაცხყოფამ, ხელისუფლების ტყუილმა და ამიტომ გამოსავალი იქნება მხოლოდ ის, რომ მთავრობამ გადადგას შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თვითონ შეგვიყვანა ყველა. ეს ნაბიჯი არ არის სპეცრაზმი და ძალა, ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა გამოიყენონ სპეცრაზმი, აქციები გაგრძელდება, ეს იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქციები. ამ კვირის განმავლობაშიც იქნება აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე. შემდეგ უკვე ორშაბათს შვიდ საათზე იქნება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გადმოვინაცვლებთ პარლამენტთან და სამშაბათს გაგრძელდება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით პარლამენტის პიკეტირება.




აქციები იქნება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ მათ შექმნეს კრიზისი, მათ შეიყვანეს ქვეყანა კრიზისში და უნდა მოძებნონ გამოსავალი კრიზისიდან. პარლამენტის შიგნით ჯერ-ჯერობით პოლიტიკური. ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია შევიდეთ და სხდომზე და რაიმე საკითხების განხილვაში ჩავერთოთ. ამიტომ, პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება. პიკეტირება, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო გამოსავალი, ისევე როგორც ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, ბუნებრივია არ არის კარგი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შექმნა და ამ ყველაფრისკენ საზოგადოება მიიყვანა ივანიშვილის და „ოცნების“ ტყუილმა შეესრულებინათ ის, რასაც ხალხს დაჰპირდნენ. ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.



მოიყვანენ კიდევ ერთხელ სპეცრაზმს? კი ბატონო, დაშლის კიდევ ერთხელ სპეცრაზმი ხალხს, შემდეგ კიდევ გაგრძელდება პროტესტი მანამდე, სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ პოლიციის ზურგსუკან ქვეყანა ვერ განვითარდება და ამას სჭირდება დიალოგი, რომლისკენაც მოგვიწოდებს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორი. ყველა მზად არის კრიზისის განმუხტვისთვის, გარდა ხელისუფლების, რომელმაც შექმნა ეს კრიზისი და როგორც ჩანს სჯერა, რომ პოლიციით და სპეცრაზმით ამ ქვეყანაში მიაღწევს სტაბილურობას, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



IPN.GE






ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...


მსგავსი სიახლეები

up