დავით ბაქრაძე - საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ ხელისუფლებას არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში მათ მიერ შექმნილი კრიზისია

დავით ბაქრაძე - საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ ხელისუფლებას არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში მათ მიერ შექმნილი კრიზისია

access_time2019-11-16 16:51:32

საპროტესტო აქციები გაგრძელდება, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გაიზრდება, გამწვავდება და იქნება მანამ, სანამ ამ ხელისუფლებას არ გავაგებინებთ და არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში არის მათი შექმნილი კრიზისი, მათი ტყუილის გამო, შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისიდან უნდა მოძებნონ გამოსავალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„დღემდე ხელისუფლება ჯიუტობს, ცდილობს, რაღაც მაგარი ბიჭობანა ითამაშოს და არ შეიმჩნიოს, რომ ქვეყანაში კრიზისია, ეს მათ არ გამოუვათ, ამიტომ შესაბამისად, პირველი და მთავარი მიმართულება ოპოზიციის მოქმედებაში იქნება საპროტესტო აქციების გაგრძელება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა მოძებნოს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის პირველი და მთავარი მიმართულება იქნება საპროტესტო აქციების გაგრძელება და გაზრდა.


მისივე თქმით, იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ე.წ. გერმანული მოდელით შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„მჯერა, ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა საკუთარი პროტესტის გამოსახატად. პარალელურად, გვექნება შეხვედრები უახლოეს დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ელჩებთან. წინასწარი კომუნიკაცია უკვე გვქონდა. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დადებითია ელჩების განწყობა იმ გამოსავლის იმ შუალედური ვარიანტის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ როგორც გამოსავალს ე.წ გერმანული მოდელის სახით და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში ჩატარდება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა ასევე არასამთავრობო სექტორთან და იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ასევე ვიმსჯელებთ ე.წ გერმანული მოდელის შესახებ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებს.

„არ გამოვრიცხავ უმრავლესობასთან კონსულტაციებს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ოდნავ მაინც ადეკვატურად მოიქცნენ, საჭიროა, ოდნავ მაინც გაახილონ და თვალი გაუსწორონ რეალობას რომელიც ქვეყანაშია, არ გვატყუებდნენ, რომ თურმე უმრავლესობის შეკრებები ეძღვნება ბიუჯეტის განხილვებს, იმ ბიუჯეტის, რომელიც არასდროს არ გახსენებიათ და არ გვეთამაშონ ხელის გადაწევაზე, რომ ვინ უფრო მაგარია და ვინ უფრო მეტად არ შეიმჩნევს რა ხდება ქვეყანაში. როგორც კი ხელისუფლება ოდნავ მაინც ადეკვატური გახდება და აღიარებენ, რომ ქვეყანაში არის მათ მიერ შექმნილი კრიზისი, რა თქმა უნდა, მათთანაც არ გამოვრიცხავთ კონსულტაციებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.



1არხი

თეგები:
აქციები



ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა
access_time2019-12-06 13:30:01
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. „ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო...


მსგავსი სიახლეები

up