დავით ბაქრაძე - პროცესის ნორმალიზებას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება, თუ ეს იქნება, მზად ვართ დიალოგისთვისაც, პარლამენტში დაბრუნებისთვისაც

დავით ბაქრაძე - პროცესის ნორმალიზებას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება, თუ ეს იქნება, მზად ვართ დიალოგისთვისაც, პარლამენტში დაბრუნებისთვისაც

access_time2019-11-26 12:37:30

საპარლამენტო პროცესი და დემოკრატიზაცია ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და არ იარსებებს, ვიდრე„ქართული ოცნება“ არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელშიც თვითონ შეიყვანეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოწოდებასთან დაკავშირებით.



ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს თავის მთავარ დაპირებას.



„ოცნება“ ამბობს, რომ აღარ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე და აღარ გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, „ქართული ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, უცხოელ პარტნიორებს, „ქართული ოცნება“ აიგნორებს ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს, „ქართული ოცნება“ იყენებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალას ადამიანების წინააღმდეგ და ამის შემდეგ, უცებ პარლამენტის თავმჯდომარე გვიცხადებს, რომ იცით რა, საპარლამენტო პროცესია, დემოკრატიაა და შემობრუნდით პარლამენტში. ასე არ ხდება, ჩემო კარგებო. არანაირი საპარლამენტო პროცესი და დემოკრატია არ არსებობს ქვეყანაში, სადაც მმართველი ძალა ატყუებს საზოგადოებას“, – განაცხადა დეპუტატმა.



დავით ბაქრაძის თქმით, დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ ჰგავს.



„დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და არა პატივცემული თალაკვაძის გაღიმებულ, კეთილ სურვილებს. ჯერ კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის სპეცრაზმი, ძალა, უგულებელყოფა და საუბარი იმაზე, რომ თემა დახურულია და არათუ 2020-ში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არამედ თურმე პლებისციტს ჩაგვიტარებენ, რომ 2024-შიც კი პროპორციული გაგვიუქმონ. ამ ნაბიჯების ფონზე რა პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენია, ან რა დემოკრატია, ან რა საპარლამენტო დებატი წარმოუდგენია. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.




მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა.



„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესი დაანგრია, პოლიტიკური პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა ქუჩაში და ამ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას სჭირდება არა გაღიმებული სურვილები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. იქნება კონკრეტული ნაბიჯები, აქვე ვადასტურებ, მზად ვართ დიალოგისთვისაც, მზად ვართ, პოლიტიკური პროცესისთვისაც, მზად პარლამენტში დაბრუნებისთვისაც. ეს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ეხებოდეს იმის გამოსწორებას, რაც „ოცნებამ“ გააფუჭა. „ოცნებამ“ გააფუჭა, „ოცნებამ“ მოგვატყუა, არ გადაგვიყვანა პროპორციულ სისტემაზე. ამიტომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ ზიანის გამოსასწორებლად, რაც „ოცნებამ“ მიაყენა ქვეყანას და პოლიტიკურ გარემოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.



ოპოზიცია პარლამენტის ბიუროსა და პლენარულ სხდომებს არ ესწრება. ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.



პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას დღეს ბიუროს სხდომაზე მოუწოდა, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდნენ.



დღესვე პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ კი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.



1tv.ge







არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up