დავით ბაქრაძე - მთავრობა კონსორციუმს ვალდებულებების შეასრულებაში, ყველანაირად  ხელს  უშლის

დავით ბაქრაძე - მთავრობა კონსორციუმს ვალდებულებების შეასრულებაში, ყველანაირად ხელს უშლის

access_time2019-10-15 14:50:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მთავრობა ცალი ხელით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პრობლემებს უქმნის, მეორეთი კი ცდილობს, ნეიტრალური არბიტრის როლი შეასრულოს.ბაქრაძის შეფასებით, შექმნილ პირობებში არ იქნება გასაკვირი, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულოს.


„ერთი ხელით მთავრობა ყველანაირად პრობლემებს უქმნის, რომ ანაკლიის კონსორციუმი არ იყოს წარმატებული და ვერ შეასრულოს ვალდებულებები, ახლა ცდილობს, მეორე ხელით ისე იმოქმედოს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა, განსაჯოს შეასრულა თუ ვერა კონსორციუმმა ვალდებულებები.


გაგვიკვირდება, რომ შეასრულოს ვალდებულებები იმ პირობებში, როდესაც ამ კონსორციუმის ორი მთავარი დამფუძნებელი იმყოფება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ, როდესაც ის დატოვა ყველაზე მსხვილმა ამერიკელმა ინვესტორმა, როდესაც კონსორციუმში მოყვანილი ახალი ინვესტორები დაიწუნა ხელისუფლებამ და მინისტრმა, რომელიც დღეს არბიტრის სახით გამოდის. ასეთ პირობებში, როცა მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, როცა მთავრობა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ამ პროექტს გააჩნია პრობლემა და ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულოს. ეს იქნება მთავრობის ბრალი და არა, კონსორციუმის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება. როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.


1tv.ge





ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up