„ევროპული საქართველო“ დღეს დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, ჩვენ ვაპირებთ შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„საგანგებო მდგომარეობას გააჩნია კონკრეტული შეზღუდვები, შეიძლება მას ჰქონდეს არასასურველი და გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის . ჩვენი ხედვით საგანგებო მდგომარეობა მკაფიოდ უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: უნდა იყოს ვადაში გაწერილი და უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ხელისუფლებას მივცეთ ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას კორონავირუსთან საბრძოლველად სჭირდება“, - აღნიშნა ბაქრაძემ.