დავით ბაქრაძე - ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ბატონი ელისაშვილი პარლამენტიდან გამოვა, საკუთარ თავსა და ამომრჩეველს არ გაწირავს

დავით ბაქრაძე - ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ბატონი ელისაშვილი პარლამენტიდან გამოვა, საკუთარ თავსა და ამომრჩეველს არ გაწირავს

access_time2020-12-11 21:23:06

იმან იკითხოს, ვინც არათანმიმდევრულია და პოზიციას ცვლის, ჩვენ არცერთი პოზიცია არ შეგვიცვლია. დიახ, გაყალბდა და არ შევდივართ, ამას ვამბობდით 2 ნოემბერსაც და 11 დეკემბერსაც,- ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „უხერხულია ერთდროულად თან მანდატებს ხევდე და თან მოლაპარაკებებზე დადიოდე“.

რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება ოპოზიციის შეთავაზების პაკეტს დათანხმდა, ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება რაზე დგამს ნაბიჯებს, ამაზე უნდა ისაუბროს თავად ხელისუფლებამ და არა ხელისუფლების სახელით ელისაშვილმა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრული ჩვენს პოზიციაში, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს და ქვეყანა წინ წავიდეს, ოღონდ ეს ვერ მოხდება გაყალბებული პარლამენტის აღიარებით. რა შეიცვალა ჩვენს პოზიციაში? ჩვენს პოზიციაში არაფერი შეიცვალა. რა შეიცვალა ბატონი ელისაშვილის პოზიციაში, თავად მას ჰკითხეთ იმიტომ, რომ დღეს ფაქტი ერთია: ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ის წერს განცხადებას და გამოდის პარლამენტიდან, თუ ამას არ იზამს ბატონი ელისაშვილი, პარლამენტში გვეყოლება „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი და ალეკო ელისაშვილის 2 დეპუტატი“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობს. ბაქრაძე ამბობს, რომ ელისაშვილს სურს, მიმდინარე პროცესები რამით გაამართლოს.

„ეს არის ჭიქაში ქარიშხალი და პოზიცია იმ ადამიანის, რომელიც ცდილობს რაიმეთი გაამართლოს დღეს მიმდინარე პროცესები. ჩემთვის ყოველთვის შედეგია მთავარი. შედეგი გახლავთ ის, რომ 8 ოპოზიციური პარტიიდან, „პატრიოტთა ალიანსის“ ჩათვლით, ერთადერთი, რომელიც განიხილავს, რომ განცხადებას არ წერს და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რჩება პარლამენტში, გახლავთ ბატონი ელისაშვილი.


ჯერ კიდევ იმედი მაქვს, ბატონი ელისაშვილი ამ პარლამენტიდან გამოვა და საკუთარ თავს და ამომრჩეველს ასე არ გაწირავს, მაგრამ თუ ის ამ პარლამენტიდან არ გამოვა, შედეგი გვაქვს ერთი ამ პარლამენტში იქნება „ქართული ოცნების“ 90 და ელისაშვილის 2 დეპუტატი. ამ შედეგისთვის ელისაშვილიც არ მემეტება, ამიტომ ვისურვებდი, რომ სანამ დროა, ეს ნაბიჯი არ გადადგას“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძე განმარტავს, რომ ტერმინი - პარლამენტში არშესვლა სწორი არაა და დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ, განცხადებას პარლამენტიდან გამოსვლაზე წერენ.

„პარლამენტში არშესვლა არის უბრალოდ მიმოქცევაში გამოყენებული ტერმინი, სინამდვილეში დღეს პარლამენტში ყველა შევედით იმიტომ, რომ პარლამენტმა ცნო 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება და საკითხი იმაზე კი არ დგას, პარლამენტში შედიხარ თუ არა, თემა ის არის, გამოდიხარ თუ არა პარლამენტიდან. მას შემდეგ, რაც შენს უფლებამოსილებას ცნობენ, უნდა დაწერო განცხადება, რომ პარლამენტიდან გამოდიხარ. დღეს მე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტიდან გამოვედი და არა ის, რომ არ შევდივარ. შესვლით ავტომატურად 150-ვეს უყრიან კენჭს, ამიტომ შემდეგ უნდა დაწერო განცხადება, რომ გამოდიხარ. ამიტომ თქმა, რომ პარლამენტში არ შევდივარ, ეს საზოგადოების მოტყუებაა. შედიხარ, ოღონდ უკან გამოდიხარ. ამ განცხადებას წერ თუ არა, ეს არის გადამწყვეტი. შენ თუ განცხადება არ დაწერე, რომ პარლამენტიდან გამოდიხარ, რჩები პარლამენტის სრულფასოვან წევრად, უბრალოდ სხდომაზე თუ არ მიდიხარ, აცდენ სხდომას“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება, რადგან „კრიზისი არსად წასულა და ყველას ვალდებულებაა ამ კრიზისიდან გამოსავალი მოძებნონ“.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up