დავით ბაქრაძე - ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

დავით ბაქრაძე - ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

access_time2018-10-19 23:10:24

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში – „ნაცრისფერი ზონების წაშლა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ. დისკუსიისას, რომელიც რეგიონში ტრანსატლანტიკურ პოლიტიკას მიეძღვნა ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე, რაც ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობას და განვითარებას.

 

„ჩვენ ვაფასებთ მშვიდობასა და სტაბილურობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ ევროპისა და აზიის საზღვარზე, ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენი მენტალიტეტი, კულტურა, ფასეულობები, მსოფლმხედველობა და მისწრაფებები ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რაც ამავდროულად არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. პირიქით, განვითარებული და სტაბილური საქართველო ყველა მეზობლის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მათ შორის რუსეთის. თუმცა რუსეთი უარს აცხადებს საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაბმაზე, რასაც აფიქსირებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშიც. ვითარება მძიმეა ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა რამდენჯერმე, სუფევს მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, ოჯახები და სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია მავთულხლართებით, ადგილი აქვს ხალხის გატაცებასა და მკვლელობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 


ელჩმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

 

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-ს მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა აშშ-ის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური სპექტრის მტკიცე მხარდაჭერა ამ გზაზე.

 

წყარო: 1TV

 






გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...


მსგავსი სიახლეები

up