„ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ მას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმის და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.
ამავე დროს, ჩვენი ფუნქცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას. თუ- არა, შედეგებზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება. ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი გაგრძელდა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
Imedinews