დავით ბაქრაძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი

დავით ბაქრაძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი

access_time2020-11-17 18:47:20

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, – განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, რომელიც არის უმაღლეს ნიშნულზე.

„რასაკვირველია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად, საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აშშ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, შტატებმა დაამტკიცა წლების განმავლობაში, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, მათ შორის, რომელიც გამოიხატება ამერიკის მხარდაჭერის აქტით და რასაკვირველია, ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას.


რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია. „კოვიდ-19“-ის გათვალისწინებით მსოფლიოში შექმნილი ეკო​ნომიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონთან, საქართველოს გავლით, ასევე განვიხილავთ სახელმწიფო მდივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები იგეგმება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც არის უმაღლეს ნიშნულზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ელოდებიან.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up