დავით ბაქრაძე - „აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში“

დავით ბაქრაძე - „აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში“

access_time2020-04-10 14:37:25

„აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს - ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.


ელჩი იხსენებს 2019 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველო გახდა კიბერშეტევის სამიზნე, რომლის შედეგად გაითიშა ათასობით ვებგვერდი, მათ შორის მედიასაშუალებების, სამთავრობო უწყებების და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურების ვებგვერდები.
„აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ეთ-ერთი უწყება. რუსეთის მხრიდან ამ ტიპის თავდასხმები არ არის უცხო არც საქართველოსთვის და არც ჩვენი მეზობლებისთვის. უფრო ადრე, 2008 წელს, ჩვენ გავხდით კიბერშეტევის სამიზნე, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, დაიკავა და დღემდე ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას“ - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.


მისი თქმით, ამ ტიპის მოქმედებას რუსეთი მიმართავს იმიტომ, რომ დღემდე ამაზე პასუხი ნაკლებად მოეთხოვებოდა.



„საბედნიეროდ, სიტუაცია იცვლება დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შედეგად. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა ცვლილებები სიტუაციაში და დაგმო შეტევა საქართველოზე: „ეს მოქმედება წინააღმდეგობაშია რუსეთის პრეტენზიებთან კიბერსივრცეში პასუხისმგებელი მოქმედი პირის სტატუსზე და ცხადყოფს რიგი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის [სამხედრო დაზვერვის] მხრიდან თავხედური კიბეროპერაციების თანმიმდევრულ ხასიათს. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების გაღვივება, დაუცველობის შეგრძნების შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფრთხეში ჩაგდება“ - ნათქვამია დავით ბაქრაძის წერილში.




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up