დავით ასლანიშვილი - საქართველოში არც ერთი ქართული ბანკი აღარ დარჩა

დავით ასლანიშვილი - საქართველოში არც ერთი ქართული ბანკი აღარ დარჩა

access_time2016-10-07 14:00:30

რამდენად მაღალია საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეტები? რა გავლენას მოახდენს საფინანსო ბაზარზე ბანკების გამსხვილების პროცესი, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებთ, რადიო "კომერსანტის" გადაცემა "პროფესიონალებში" ეკონომიკის დოქტორმა დავით ასლანიშვილმა ისაუბრა. 

 

 

ფინანსური ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშე დღეს გახლავთ საბანკო სექტორი, როგორ დაახასიათებდით არსებული საბანკო სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში?

 

 

საქართველოში კომერციული საბანკო სექტორი ერთადერთია, რაც განვითარებულია ქვეყანაში, თუმცა მთელი საფინანსო სისტემა მონოპოლიზირებულია. გარკვეული თვალსაზრისით, საფინანსო სისტემა ჩვენ აღქმული გაქვს როგორც კომერციული საბანკო სექტორი, რადგან სხვადასხვა საკანონმდებლო, მახინჯი ინიციატივების შედეგად კომერციულმა ბანკებმა ხელთ იგდეს სისტემის სხვა დანარჩენი რგოლი. ამ დროს ფაქტობრივად, აღარ გვაქვს საფონდო ბაზარი, ის დღეს კომერციული ბანკების ხელშია, სადაზღვეო სფეროც პრაქტიკულად, მათია და ა.შ. ამ დროს კი მოსახლეობა, იძულებულია მიმართოს ბანკს სესხის ასაღებად. როცა ადამიანს მხოლოდ ერთი რესურსი რჩება ფულადი სახსრების მიღების, ის იძულებულია ამ საკმაოდ ძვირს რესურსს დათანხმდეს.

 

 

ბანკების შეთავაზებაში, ცხადია, მაღალია საპროცენტო განაკვეთები და ამას ბანკები ძირითადად მაღალი რისკის არსებობით ხსნიან. თქვენი აზრით, რამდენად რისკიანია მოცემული ბაზარი და არის თუ არა ეს ერთადერთი გამართლებული მიზეზი?

 


ბოლო 20 წლის განმავლობაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იყო დრო, ვგულისხმობ სტაბილიზაციის პერიოდს, კომერციულ ბანკებში წლიური საპროცენტო განაკვეთი 48-72% იყო, სესხების ხელმისაწვდომობა კი ძალიან დაბალი იყო. ახლა პროცენტები მკვეთრად არის შემცირებული.

 

ამასთან, ლარი როცა შემოვიდა, მთელი საბანკო სისტემაში დოლარების ოდენობა სულ 10-15 მილიონს შეადგენდა. ახლა მხოლოდ დოლარის მასა კომერციულ ბანკებში 3,3 მილიარდამდეა გაზრდილი. ლარის მასაც რა თქმა უნდა, გაზრდილია, იმ პერიოდში იყო 200-300 მილიონი ლარი, ახლა 6 მილიარდ ლარზე მეტია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფულადი რესურსი ხელმისაწვდომია.

 


რაც შეეხება ისევ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საშუალოდ 16-18%-ია, საკმაოდ ნორმალურია. თუმცა სხვა ქვეყნების ბანკებთან შედარებით ძვირია, მაგალითად, ევროპასა და იგივე ბალტიისპირეთში 20-30 წლიანი იპოთეკური სესხი საშუალოდ 1-2%-ია, ჩვენთან 10-15 წლიან სესხს თუ იღებ, საშუალოდ 10-15%-ია ან ცოტა მეტიც, ანუ იგივე იპოთეკა ჩვენთან 8-10-ჯერ ძვირია.

 

ბანკების მიზეზი რისკებთან დაკავშირებით, პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არ არის გაჯერებული ფინანსური რესურსით. მე ვთვლი, რომ აქ რამდენიმე მიზეზი არსებობს, ესაა არა მხოლოდ მაღალი რისკი, ასევე საფონდო ბაზრის განუვითარებლობა. საფონდო ბაზარი ბანკებმა უბრალოდ მოიშორეს და დაეპატრონენ ამ ალტერნატიულ რესურსს. მეორე პრობლემა, რაც ამ სიტუაციაში იჩენს თავს, არის ის, რომ თვითონ ჩვენი წამყვანი კომერციული ბანკები თავს არიდებენ საკუთარ წილში მოსახლეობის ჩართვას. წამყვანი ბანკების აქციები აქციები რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ ლონდონის ბირჟაზეა, როცა სრულიად შესაძლებელია ეს აქციები ლარში შევთავაზოთ ჩვენივე მოსახლეობას. 

 

 


როგორ შეაფასებდი „თიბისი" და „რესპუბლიკა" ბანკების გაერთიანებას? და როგორ გადანაწილდება საბანკო სტრუქტურა ამ ბაზარზე, რას უნდა ველოდოთ?

 


ამ გაერთიანებამდე ჩვენ აქტივების, პასივების კუთხით გვყავდა და გვყავს ორი ლიდერი ბანკი - „საქართველო" და „თიბისი", რომელზეც ამ დასახელებული პარამეტრებიდან ჯამში მოდიოდა 60%-მდე აქტივები, იგივე მაჩვენებელია პასივების და სააქციო კაპიტალის შემთხვევაშიც. „რესპუბლიკა" ბანკი ჯამურად ფლობდა ამ მაჩვენებლების 5-6%-ს. იმდენივეს, რამდენი გააჩნია „ლიბერთი" ბანკს, „ვითიბი" ბანკს, „ქართუს" და „პროკრედიტს". ამ ოთხივე ბანკს ცოტა კიდევ ჩამორჩება „ბაზის ბანკი, „ტერა ბანკი" და „ხალიკ ბანკი". კიდევ უფრო ქვემოთ არიან „ფინკა" და ა.შ. სულ 19 ბანკი გაქვს, მაგრამ ნახევარზე მეტი რეალურად არ არის უნივერსალური საბანკო ინსტიტუტი.

 

გაერთიანების შედეგად „თიბისის" ზემოთჩამოთვლილი პარამეტრების რამდენიმე პროცენტული ერთეული დაემატა, შედეგად კი მასსა და „საქართველოს ბანკს" შორის პირველობისთვის ბრძოლა გაჩაღდა. პირველობისთვის იმიტომ, რომ „თიბისის" ეკავა პირველი , რომელიც მას „საქართველოს ბანკმა" ჩამოართვა და ბოლო ათი წელია ისაა პირველ ადგილას. თუმცა უნდა ითქვას, რომ სანამ 2004-2005 წლებში „თიბისი" გახდებოდა პირველი, მანამდეც „საქართველოს ბანკი" იყო პირველ ადგილზე.

 


ახლა გეტყვით რა არის ცუდი და კარგი საქართველოს საბანკო სფეროში. ცუდი არის ის, რომ საქართველოში ზოგი ბანკი არის აზერბაიჯანული ბანკები, რა თქმა უნდა, თავისი კაპიტალით, არსებობს შუა აზიური ბანკები, ყაზახური ბანკები, არის თურქული ბანკები, არის რუსული ბანკი, არის არაბი შეიხების მმართველობაში მყოფი „ტერა ბანკი", არის ჩინური კაპიტალით გაჯერებული „ბაზის ბანკიც". ასევე გვაქვს საერთაშორისო მფლობელობაში მყოფი „თიბისი" და „საქართველოს" ბანკი, რამეთუ მანდ არ იკვეთება კონკრეტული ფიზიკური პირი, ვინც ფლობს ამ ბანკს.

 

ანუ რისი თქმა მინდა, საქართველოში არც ერთი ქართული ბანკი აღარ დარჩა. ჩვენი რეზიდენტი, ანუ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, არც ერთ ბანკში არ ფლობს გადამწყვეტ პროცენტულ წილს. მაგალითად, ჩემი გათვლებით „თიბისი" ბანკში რეზიდენტები ფლობენ დაახლოებით 25%-ს, თუ ზუსტად მაქვს დათვლილი, დანარჩენ 75%-ს უკვე ფლობენ საერთაშორისო ინვესტორები. უფრო მეტ წილს ფლობენ საერთაშორისო ინვესტორები „საქართველოს" ბანკში. საინტერესო არის ის, რომ ერთი და იგივე ინვესტორი ყავს 6-7%-ში „თიბისის" და „საქართველოს" ბანკს.

 

 

მინუსი არის ის, რომ რაც დავასახელე იმ ქვეყნებიდან, არც ერთი არაა წამყვანი ფინანსური ცენტრი. ჩვენ გვყავდა 2 ჯგუფი საქართველოს წამყვანი ინსტიტუტი „ჰონკონგ შანხაი ბანკინგ სოსაიეთი", რომელიც შემოვიდა, ცოტა ხანი იყო ბაზარზე, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი გაქანების სიტუაცია არ არის და დატოვა ბაზარი. ასეთივე იყო ფრანგული გიგანტი „სოსიეტე ჟენერალი", რომელიც 2006 წელს შემოვიდა და იყიდა აქციები „რესპუბლიკა" ბანკში, ბოლომდე არა, რადგან ამავე ბანკში არის „იბიარდიც". თუმცა სამწუხაროდ, უკვე 10 წლის თავზე ამ ფრანგულმა გიგანტმა უკვე დატოვა ბაზარი. „რესპუბლიკა", რომელიც ხარიხობრივად ძალიან კარგ კონკურენციას უწევდა „თიბისის" და „საქართველოს" სამწუხაროა, რომ მოსახლეობას ისეთ მაღალ ხარისხს აღარ შესთავაზებს. ეს არის ჩვენი დიდი მინუსი.

 

მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემა, რომ ვამბობთ ყველაზე წარმატებულიაო, სულ არის რაღაც 25 მილიარდ ლარიანი. ციფრი, რა თქმა უნდა, კარგად ჟღერს, თუმცა ძალიან პატარა ციფრია. ჩვენნაირი ზომის და წონის ქვეყნების საბანკო აქტივები და ბანკის სიდიდე, გულისხმობ ბალტიისპირეთს და აღმოსავლეთ ევროპას, იქ მოქმედი ბანკების აქტივები 10,15,20-ჯერ აღემატება ჩვენს მაჩვენებელს. ჩვენი ყველა ბანკი ერთად რომ შევკრიბოთ, ერთ სოფლურ ამერიკულ ბანკს შეიძლება გაუტოლდეს. ანუ პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ გამოვიწვიეთ დაინტერესება მსოფლიო გლობალურ-ფინანსურ ბაზარზე. ამის რამდენიმე სუბიექტური ფაქტორი არსებობს - ბაზრის ჩაკეტილობა, მონოპოლია, გარეკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ ხელში ჩაგდება. ჩვენთან კონკურენცია არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ და ხარისხიან მომსახურებას ვერ ვღებულობთ.

 

 

კონკურენციის კუთხით როგორი იქნება ეს გაერთიანება, მივიღებთ მონოპოლიას ამ შერწყმით?

 


მონოპოლიას ვერ მივიღებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მეორე კვარტლის მონაცმებით „საქართველოს ბანკის" აქტივების 33,5% ფლობდა, „თიბისი" 26%-ს. ახლა „თიბისის" დაემატება 6% და ის აქტივებით თითქმის გაუტოლდება „საქართველოს" ბანკს. 15 წელი ისედაც იყო მონოპოლია და ერთი ბანკის შეერთებით ბევრი არაფერი იცვლება.

 

პირველ რიგში, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანაში ფინანსური გიგანტები შემოიყვანოს, ამისთვის გადასახედია მახინჯი, უვარგისი კანონმდებლობა. 2000-2007 წლამდე მოხდა კანონის დამახინჯება, მაშინ მიღებული დამანგრეველი კანონები, ახლაც მოქმედებს. მივცეთ მოსახლეობას საშუალება, რომ ალტერნატიული რესურსით ისარგებლოს. საფონდო ბირჟას რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას ფულს ვერ ასესხებს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონოპოლიზაციაც კი მოახდინეს. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად რომელიმე მთავრობაზე, 15 წლის განმავლობაში დამახინჯდა ეს დებულებები, ამიტომ ეს ყველას ეხება.

 

ადრე იყო შესაძლებლობა, რომ ობლიგაცია, მაგალითად სახელმწიფოსთვის გესესხებინათ 100 ლარში. ახლა რომ საკუთარ სახელმწიფოს ვასესხოთ ფული, 50 ათასი ლაარი მინიმუმ ჯიბეზე უნდა ვიქონიოთ, მხოლოდ კომერციულ ბანკში უნდა წავიდეთ, მას ვუთხრათ ჩვენი პროცენტი, თანხა და ხელი მოაწეროს კომერციული ბანკის მენეჯერმა, რომელსაც თავისი ფულიც აქვს განთავსებული ერთდროულად აუქციონზე. დადებითი ამ ამბავში არის, რომ „თიბისის" გაუჩნდა ერთადერთი შანსი მაღალხარისხიანი ბანკი შეიძინა და დაეწია „საქართველოს" ბანკს. ეს დოღი ჩვენთვის კარგია და შეგვიძლია ვიხეიროთ ამით.

 

როგორ გგონიათ, საფონდო ბაზრის განვითარება რამდენად გააუმჯობესებდა საფინანსო სექტორს და მოსახლეობას რამდენად შეექმნებოდა უკეთესი ეკონომიკური გარემო ამით?

 


საერთოდ, მსოფლიოში არსებობს ორი მიმართულება - ევროპული, რომელიც გულისხმობს სახელწიფო ინსტიტუტების მხრიდან საბანკო ინსტიტუტების ხეშეწყობას, თუმცა ეს არ არის მხოლოდ კომერციული ბანკები, ეს არის უნივერსალური ბანკები, რომლებიც ცნობილი საინვესტიციო ბანკის სახელით. ამიტომ ევროპაში მოსახლეობა მართლაც მიდის საინვესტიციო ბანკებში, ანუ ეს არის დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი ბანკები, კომერციული ბანკების ელემენტებით.

 

მეორე მიმართულება არის კაპიტალის ბაზარზე აქცენტირება, რასაც აშშ და დიდი ბრიტანეთი აკეთებს. ანუ კომერციული ბანკები არიან უფრო სოფლად არსებული სტრუქტურები, რომლებიც community bank-ების სახელით არიან ცნობილი და ემსახურებიან სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილზე დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას, ხოლო თუ გაქვთ ბიზნეს-იდეა, ბიზნესი და გსურთ მისი განვითარება არ მიდიხართ ამისთვის ბაკში გირაოზე, არამედ ამ იდეით მიდიხართ პირდაპირ ბროკერებთან, საინვესტიციო ბანკებთან, იდეას სთავაზობთ უკვე მდიდარ ხალხს, რომლებიც განიხილავენ ამ იდეას, წილში ჯდებიან, აფუძნებთ ერთობლივად კოპანიას. ჩაასხამენ კაპიტალს, მოგცემენ საჭირო რესურსს, შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს და ფული დაკარგონ. თუმცა თუ იდეამ გაამართლა, თქვენც და ისინიც უფრო მდიდარი ადამიანები ხდებით.

 

 

ცუკერბერგს იდეა ჰქონდა, დააინტერესა რამდენიმე საინვესტიციო ბანკირი და მათ იყიდეს ეს იდეა. ანალოგიურიასტივ ჯობსი, ბილ გეითსი. ახლა წარმოიდგინეთ ეს ადამიანები საქართველოში მიდიან კომერციულ ბანკში, სადაც ვერაფერს დებენ გირაოში და ეს იდეა კვდება. ჩვენ გვქონდა ამერიკულ-ბრიტანული კანონი და სიტუაცია გვქონდა ევროპული და ამ კონფლიქტურმა ვითარებამ თავიდანვე დაღი დაასვა საფონდო ბირჟას. ამიტომ ბირჟის ამოქმედებისთვის საჭირო გახდა გარკვეული შეღავათების დაწესება. 2006 წელს მიუხედავად ამ პრობლემებისა, ჩვენთან შემოდიოდა „კოემექს" ჯგუფი, ჩვენ გვქონდა იდეა და ისინი დავაინტერესეთ, მაგრამ საქართველოს კომეციულმა ბანკებმა ის გააგდეს. „ნაზდა კოემექსი" გადავულოცეთ სომხეთს. ჩვენ ვხდებოდით გლობალური ბაზრის ცენტრი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ეს შანსიც გავუშვით ხელიდან.

 

რადიო "კომერსანტი"



ლარმა ვარდნა განაახლა - კურსი 3.44-ს გადასცდა

ლარმა ვარდნა განაახლა - კურსი 3.44-ს გადასცდა
access_time2021-04-14 12:46:19
მცირეხნიანი დასტაბილურების შემდეგ ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 14 აპრილს 12:30 სთ-ზე 3.4450-ად ივაჭრება, რაც ოფიციალურ კურსს 2.15 თეთრით აღემატება. წლის დასაწყისში კურსი - 3.2766-ს უდრიდა, ლარი სწორედ ამ დროს იყო ყველაზე მყარი. 1 თვის შემდეგ დოლარის ღირებულება 3.3026-მდე გაიზარდა, 2 თვის შემდეგ 3.3255-მდე. მაქსიმალურ - 3.4464-იან მაჩვენებელს კი 1-ელ აპრილს მიაღწია, ერთ კვირაში 4 თეთრით გამყარდა, მაგრამ გამყარება დროებითი...

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება
access_time2021-04-14 12:09:18
„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.   ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.   „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და...

ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა

ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up