დავით ასლანიშვილი: პირველ რიგში ლარისადმი ნდობაა დასაბრუნებელი

დავით ასლანიშვილი: პირველ რიგში ლარისადმი ნდობაა დასაბრუნებელი

person access_time2016-04-06 12:01:21

ლარი მკვეთრ რყევას განაგრძობს. რა გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების არსებული მექანიზმი ეკონომიკასა და რიგითი მოქალაქის ბიუჯეტზე? თემაზე ეკონომეტრს ინტერვიუ მისცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ასლანიშვილმა


- ეროვნული ვალუტის არც უცაბედი გამყარება და არც გაუფასურება ეკონომიკისთვის მისასალმებელი არ არის, თუმცა ლარს ბოლო დროს სწორედ ეს ემართება. ეროვნული ბანკი წარსულში ასეთ რყევებს მცურავი კურსით ხსნიდა, ახლა კი კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. რამდენად მართებულია ასეთი ქცევა და მცურავი კურსის პირობებში პროგნოზის გაკეთება? 


- პირველ რიგში უმჯობესი ეროვნული ბანკის ეს პოზიცია უფრო მკაფიო ყოფილიყო და იყოს. რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას და კურსს, აღარ ჩავალ სიღრმისეულ ანალიზში, თუ რა მდგომარეობაა. მიმოქცევაში ლარის მასა, რაც განაპირობებს გაცვლით კურსს დოლარსა და ლარს შორის, ამ ეტაპზე არის იმდენივე ოდენობის, რაც იყო 2013 წლის მიწურულს, როდესაც კურსი იყო 1,65-1,7-ის ფარგლებში. მოგეხსენებათ ლარის კურსი ახლა 2.3-2.32-ის ფარგლებში მერყეობს, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ცნობილი კატაკლიზმებით, მათ შორის შიდა ბაზარზე არასწორად ჩატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკით, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ასევე ალბათ სამთავრობო შეცდომის გამო, რამაც გამოიწვია ლარის კურსის ასეთი მკვეთრი დევალვაცია, თითქმის 40%-იანი.

 

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ატარებს ეროვნული ბანკის მცირედით განახლებული შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ლარის კურსის დასტაბილურების ნიშნები, რაც სახეზე გვაქვს, ალბათ უფრო გაგრძელდება, ვიდრე არ გაგრძელდება, რამეთუ პირველ რიგში ლარისადმი ნდობაა დასაბრუნებელი. ფინანსურ ენაზე ლარისადმი ნდობის დაბრუნება ნიშნავს, რომ ლარმა უნდა დაიბრუნოს თავის დაგროვების ფუნქცია. 2013 წელთან შედარებით, მილიარდ - მილიარდ ნახევრამდე ლარი იყო დეპოზიტებზე განთავსებული, ანუ მოსახლეობა ენდობოდა ლარს. ეს იყო ინვესტირების საშუალება. თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ეს ნდობა შეარყია. საჭიროა ლარმა დაიბრუნოს ეს ფუნქცია, რაც გაზრდის ლარზე მოთხოვნას და ამ მხრივ ლარის კურსის გამყარების პოზიტიური ტრენდი შესაძლოა ვიხილოთ. 



- ზოგიერთი ანალიტიკოსს აზრით ლარის გამყარება ნორმალურია, რადგან მისი გაუფასურების დონე იყო გადაჭარბებული და ახლა უბრალოდ კორექტირდება. როგორ გონიათ, რა დონეზე დაკორექტირდება ეროვნული ვალუტის კურსი? როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა ორიენტაცია მაშინ როცა ოფიციალური კომენტარი არ კეთდება? 



- ეს ოფიციალური კომენტარის არ გაკეთება ნიშნავს, რომ საქართველოს არის საკმაოდ დაბალი ასიმეტრიული ინფორმაციის სიტუაციაში. ჩვენ არ ვიცით რა ხდება და ვერც პროგნოზს ვაკეთებთ სამომავლოდ, როგორც ეს ხდება ევროპის და ამერიკის ბაზრებზე. ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოს ბაზარზე, იცის ხოლმე ძალიან ვიწრო წრემ და არ იცის მოსახლეობამ. ეს ნამდვილად არ ამყარებს ლარისადმი ნდობას. საჭიროა და აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მხრიდან მკვეთრი მესიჯები, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სიცხადის შეტანა ამ კუთხით. სიტუაცია სხვა კუთხით რომ შევხედოთ, თუ რამ გამოიწვია ლარის ასეთი უცაბედი ვარდნა, გამოიწვია ძალიან მარტივმა მოვლენამ: 2012-2013 წლის მიჯნაზე მიმოქცევაში იყო 4 მილიარდი ლარი და ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის პერიოდში ლარის მასა მიმოქცევაში გაიზარდა თითქმის 6 მილიარდ ლარამდე. 


მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა 50%-ით არ გაზრდილა. ამჟამად 4 მილიარდი–6 მილიარდამდე ზრდა შემცირებულია დაახლოებით 5 მილიარდ 400 მილიონამდე. თუმცა ნდობის ფაქტორი ლარის მიმართ საკმაოდ შემცირებულია. მე არ ვამბობ, რომ დამატებით უნდა შევამციროთ ლარის მასა მიმოქცევაში, მაგრამ ეს 5,5 მილიარდის მასა, რაც გვაქვს მიმოქცევაში და რაც შეადგენს ეკონომიკის მხოლოდ 20%–ს, რადგან დანარჩენი 80% არის დოლარიზებული, ანუ ჩვენ არცერთ ძვირადღირებულ საქონელს ლარში არ ვყიდულობთ. საქართველოს ეკონომიკის ეს 20% მაინც გარკვეულწილად უნდა გამყარდეს და სტაბილიზაციის ნიშნები იგრძნოს, რაც შემდეგ ლარისადმი ნდობაში გამოვლინდება. 


სხვათა შორის, იმატა ინვესტიციებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მეზობლებს შორის არასტაბილურმა სიტუაციამ შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუწყო, რომ აზერბაიჯანიდან მკვეთრად იმატა შემოდინებამ და ეს დადებითი ფაქტორია ლარისათვის. 


- თქვენ ამბობთ, რომ აუცილებელია ოფიციალური პროგნოზის გაკეთება. მცურავი კურსის პირობებში რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება? 


- მე არ ვამბობ, რომ უნდა ვთქვათ ოფიციალურად როგორი კურსი იქნება, უნდა იყოს მკვეთრი ფულად-საკრედიტო თუნდაც მოკლევადიანი გეგმა. თუ რას ვაპირებთ, როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რანაირად აპირებს მთავრობა განავითაროს ფინანსური ბაზარი, როგორ იზიდავს ინვესტიციებს, რას აპირებს არასაბანკო ინსტიტუტების განვითარების კუთხით და ა.შ. ის მესიჯები, რაც გვესმის, უფრო საწინააღმდეგო ტენდენციაზე მეტყველებს. მაგალითად ონლაინ სესხები, იმის ნაცვლად, რომ გაიზარდოს ამ სფეროში დაბანდება და იყოს ფულადი რესურსი მოზიდული, დაიწიოს საპროცენტო განაკვეთმა, ამის ნაცვლად გვესმის კომუნისტური გამონათქვამები, რომ ავკრძალოთ ეს სფერო. ეს არ არის საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები. რეგულაცია არ შველის ფინანსურ ბაზარს. ფინანსურ ბაზარს მხოლოდ საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა შველის. 


- გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ის მომხმარებელს თანხის დაბანდებასთან დაკავშირებით აფრთხილებს, რა კომენტარს გააკეთებდით ეროვნული ბანკის ამ განცხადებაზე და ხომ არ არის მოსალოდნელი გარკვეული რეგულაციები დაწესდეს ე.წ. სწრაფ სესხებთან დაკავშირებით? 


- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ არიან ლიცენზირებულები, ყველა მათ მიერ გამოშვებულ თამასუქს გააჩნია წარწერა, რომ ეს არის კვალიფიციური ინსტიტუტი. ამ წარწერაზე აღნიშნულია, რომ ის არის გარკვეული რისკების შემცველი, უფრო მაღალი საპროცენტო შემოსავალი ნიშნავს მაღალ რისკს. მომხმარებელი როდესაც ყიდულობს ამა თუ იმ თამასუქს, წარწერა თამასუქზე არსებობს და ყველამ იცის, ვინაიდან მომხმარებელი ხელს აწერს. სხვა მხრივ რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, ალბათ საუბარია უფრო ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მოძიებაზე, თორემ იურიდიული კუთხით ყველა ამ თამასუქს, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ინსტიტუტი უშვებს, წარწერა გააჩნია. შესაძლო ან სავარაუდოა, რომ საუბარი არის ეროვნული ბანკის ლიცენზიის არმქონე საფინანსო კომპანიებზე, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ვალდებულება. დასაზუსტებელია რას გულისხმობს ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციაში. ზოგადად რეგულაციების დაწესება, რა თქმა, უნდა შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში რეგულაციამდე საჭიროა საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა. 


- ეროვნული ბანკი თვლის, რომ ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაში გადატანით ვალუტის კურსის დადგენის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა, თუმცა მიაჩნიათ, რომ ჩვენი ტიპის მცირე და განვითარებადი ეკონომიკისთვის, სადაც ფინანსები მწირია, ისევ სავალუტო ბირჟის მექანიზმის დაბრუნება სჯობს პარალელურ რეჟიმში მაინც. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? 


- ბლუმბერგის სისტემით ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად ხდება კურსის დადგენა, ეს არის ბლუმბერგის სისტემის მთავარი მინუსი. ბანკთა შორის ბირჟაზე, რომელიც წლების წინ არსებობდა, შესაძლებლობა იყო, რომ დაგვენახა ნებისმიერი ბანკი და თვალი გვედევნებინა ვაჭრობისთვის. სამწუხაროდ ბლუმბერგის სისტემით რეალობაში მივიღეთ არატრასნპარენტული გარემო. ჩვენ არ ვიცით რა ბრუნვაა ამ ბლუმბერგზე. შესაძლოა 100 დოლარის ყიდვა-გაყიდვითაც ლარის კურსმა ცვლილება განიცადოს. ჩვენთვის გაუგებარია რამდენად სრულდება ბლუმბერგში დადებული განაცხადები, შესაძლოა ვიღაცამ არ შეასრულოს და არ ვიცით, რამდენადაა კურსი დაცული ასეთი „ფიქტიური“ ვაჭრობისაგან. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ღია და ვხედავდეთ.




შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up