ზელენსკის პარტიის მეოთხე ნომერი, ბიზნესმენი დავით არახამია: საქართველო უნიკალური ქვეყანაა - იქ ბევრი ნათესავი მყავს

ზელენსკის პარტიის მეოთხე ნომერი, ბიზნესმენი დავით არახამია: საქართველო უნიკალური ქვეყანაა - იქ ბევრი ნათესავი მყავს

access_time2019-06-18 19:30:14

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტია „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი.

 

IT კომპანია თრანის მონსტრის (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქში, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კი, 1992 წელს, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ საქართველოში გატარებული წლების მოგონებით სთხოვა საუბრის დაწყება დავით არახამიას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს უფროსმა, ინა კუზნეცოვამ.

 

 

ინა კუზნეცოვა: გამარჯობა, გენაცვალე!

 

დავით არახამია: გაგიმარჯოს!

 

ინა კუზნეცოვა: სულ ესაა, რაც ქართულად შემიძლია გითხრათ. მოდი,უკრაინულად ვილაპარაკოთ  . და თავიდანვე საქართველოზე გკითხავთ. როგორი გახსოვთ ის? ვიცი, რომ სულ  ბავშვი იყავით, როდესაც იძულებული გახდით სამშობლო დაგეტოვებინათ.

 

​დავით არახამია: მახსოვს, პირველ ყოვლისა ბავშვობა, ხოლო ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესად გახსენდება, ვიდრე სინამდვილეში იყო . თუმცა მე მართლა მაგარი ბავშვობა მქონდა, რადგან გაგრა ნამდვილი მარგალიტი იყო, როგორც ადრე უწოდებდნენ. , მათ შორის საბჭოთა კავშირის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა ჩადიოდა იქ.იყო უამრავი აგარაკი. გვქონდა პარკი, სადაც მრავალი ეგზოტიკური მცენარე ხარობდა, სადაც ფარშავანგები არხეინად სეირნობდნენ... და რაკი იქ გავიზარდე,მეჩვენებოდა, რომ ყველგან ასე უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომ იქ ცხოვრობს  სტუმართმოყვარე ხალხი, რომელსაც უყვარს ერთმანეთის დაპატიჟება. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ ლოტოს. ეს არის ძალიან სოციალური ქვეყანა. ერთი სიტყვით, ბევრი კარგი  მოგონება შემომჩა.

ინა კუზნეცოვა: მეგობრები, ნათესავები... ვინ გყავთ იქ, როგორ ეკონტაქტებით მათ?

 

დავით არახამია: ნათესავები, რა თქმა უნდა, დარჩნენ, მაგრამ ყველა დაიფანტა, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. ბევრი თბილისში გადავიდა. მეც ნახევარი წელი თბილისში ვიყავი და ქართულ სკოლაშიც კი დავდიოდი. მე კარგად არ ვიცი ქართული ენა, მაგრამ მაშინ ვცდილობდი მესწავლა და კარგადაც ვსწავლობდი. საერთოდ, სკოლა ოქროს მედლზე დავამთავრე.

 

ინა კუზნეცოვა: მაგრამ სკოლა  უკრაინაში დაამთავრეთ.

 

დავით არახამია: კი, უკვე უკრაინაში. მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ გაგრაში ყოველთვის ფრიადოსანი ვიყავი, შემდეგ წავედით თბილისში და სადაც უნდა წავსულიყავით, ყველგან კარგად ვსწავლობდი. ამჟამად ჩემი დიდი ბებია, ბებია და სამი ბიძა, -რომელთაგან  ერთი თითქმის ძმასავით მყავს,( ჩვენ შორის სულ ორი წელია სხვაობა), -  თბილისში ცხოვრობენ.

 

ინა კუზნეცოვა: თქვენთან თუ ჩამოდიან , თქვენ თუ სტუმრობთ მათ?

 

დავით არახამია: ჩამოდიან, დიახ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, იშვიათად, - ასე, წელიწადში ორჯერ-სამჯერ ვნახულობთ ერთმანეთს.

 


ინა კუზნეცოვა: სააკაშვილზე რას ფიქრობთ? იცნობთ მას?

 

დავით არახამია: დიახ, ძალიან კარგად ვიცნობ. მე მას ვეხმარებოდი კიდეც (პოლიტიკური გაერთიანება) „ახალი ძალების რუხის“ მშენებლობაში, ვგულისხმობ კომპიუტერული ტექნოლოგიებით გარკვეული სისტემის შექმნას, რადგან იყო ბევრი ხალხი, ვისაც სურდა მოძრაობაში მონაწილეობა და საჭირო იყო ამ ყველაფრის დამუშავება. თავად მოვძებნე და მივედი მასთან, რადგან როდესაც საქართველოში ვიყავი ჩასული, დავინახე ის ცვლილებები, რომელთა გატარებაც მან დაიწყო და ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ეს უკრაინაშიც გვქონოდა. ასე რაღაცნაირად დავმეგობრდით.

 

ინა კუზნეცოვა: შესაძლებელია ახლა თანამშრომლობა პარტია „ხალხის მსახურსა“ და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელსაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა?

 

დავით არახამია: მომისმინეთ, მე პოლიტიკაში მაინცდამაინც გათვითცნობიერებული ადამიანი არ ვარ, მაგრამ, როგორც მესმის, პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, თუ ის გაიზიარებს იმ ფასეულობებს, რომელთა რეალიზებაც „ხალხის მსახურს“ სურს, და თუ „ახალი ძალების რუხი“ რაღაცნაირად მოახერხებს - ეროვნულ დონეზე თუ არა,რეგიონალურ დონეზე ხელისუფლებაში მოხვედრას. ადამიანები უფრო მეტ ცვლილებებს იქ განიცდიან, სადაც ცხოვრობენ. ჩემს მშობლიურ ქალაქ ნიკოლაევოში, მაგალითად, მერს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე პარლამენტს. დეცენტრალიზაციამ პირველი ეტაპი უკვე გაიარა, ეს უკვე მეორე ეტაპი იქნება. მაგრამ ყველას რადაში (უკრაინის პარლამენტში) უნდა მოხვედრა და ავიწყდებათ, რომ ყველა ცვლილება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა სწორედ ადგილზე ხდება.

 

ინა კუზნეცოვა: შეხვდით სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ?

 

დავით არახამია: ჯერ არა, მაგრამ დავურეკე და მივესალმე, ვუთხარი welcome back to Ukraine

 

ინა კუზნეცოვა: რაზე ილაპარაკეთ?

 

დავით არახამია: არაფერზე არ გვილაპარაკია. მაშინ ისიც არ ვიცოდი, რომ  პოლიტიკაში მოვიდოდი .

 

ინა კუზნეცოვა: სხვა საკითხების გარდა, ბატონ ზელენსკისთან ხომ არ გილაპარაკიათ სააკაშვილის დაბრუნებაზე?

 

დავით არახამია: მათ შორის ამაზეც ვესაუბრე. ვთქვი, რომ ის რაღაცნაირად უკანონოდ იქნა დეპორტირებული, რომ ასე არ შეიძლება მოეპყრო უკრაინის მოქალაქეებს, საერთოდ - არავის, მათ შორის ასეთ გამორჩეულ მოქალაქეს.

 

ინა კუზნეცოვა: მოქალაქეობა მას კანონიერად მიანიჭეს?

 

დავით არახამია: ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა მიანიჭა. ხოლო პრეზიდენტს შეუძლია, როგორც მახსოვს, იოლად მიანიჭოს მოქალაქეობა. ვთქვათ, მე და თქვენ ერთმანეთი გავიცანით, თქვენ მე მომეწონეთ. მე, როგორც პრეზიდენტი, ვამბობ, რომ სახელმწიფოსთვის ამას აქვს გარკვეული აზრი და განიჭებთ მოქალაქეობას.

 

ინა კუზნეცოვა: მაგრამ არსებობს ნორმები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მოქალაქეობის მინიჭება.

 

​დავით არახამია: რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლება, ფაქტობრივად, საკუთარი სურვილით მიანიჭოს მოქალაქეობა. თუ მას აქვს უფლება, მიანიჭა კიდეც. შესაძლოა, გარკვეული იურიდიული წინააღმდეგობა არსებობდა, მაგრამ ეს მე არ ვიცი.​

 

ინა კუზნეცოვა: თქვენ, როგორც უკრაინის არმიის მხარდამჭერი ხალხის პროექტის“ ავტორი, იცნობთ „ქართულ ლეგიონს“?

 

დავით არახამია: დიახ, რა თქმა უნდა.

 

ინა კუზნეცოვა: როგორ მსახურობენ ეს მოხალისეები?

 

დავით არახამია: ძალიან მაგრად. ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და ვცდილობდი მომეგვარებინა პრობლემები, რომლებიც მოხალისეებს ჰქონდათ. რადგან ისინი ომში მონაწილეობდნენ და ამის გამო, უკრაინაში ყოფნის ვადებს არღვევდნენ. საჭირო იყო ამ ვადის განახლება, ბევრი იურიდიული სირთულე არსებობდა.

 

ინა კუზნეცოვა: რა ბედის ელის მათ სამართლებრივ სტატუსს?

 

დავით არახამია: ეს ძალიან დიდი პრობლემაა არა მხოლოდ „ქართული ლეგიონისათვის“, არამედ სხვა უცხოელი მოხალისეებიც არსებობენ, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარნენ და დღესაც გვეხმარებიან. ცოტა ხნის წინ  პიკეტიც კი მოეწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მოხალისეებმა გადაწყვიტესს ახალი პრეზიდენტის პირობებში ამ პრობლემის  გადაჭრა.  პრეზიდენტმაც გადაწყვიტა  ამ პრობლემისათვის მალევე მიექცია ყურადღება, რადგან ეს ადამიანები ჩვენგან შესაბამის პატივისცემას იმსახურებენ. მათ თუ ბრძოლის დროს იურიდიული თვალსაზრისით,  დაარღვიეს რაიმე, მაშინ მოგვიწევს ამნისტია  გამოვცეთ“.

 

 

წყარო:  რადიო თავისუფლება





მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-13 21:00:13
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი...


მსგავსი სიახლეები

up