„დავით აღმაშენებლის რეფორმები, რომ გავაანალიზოთ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ“ - გიორგი ქადაგიძე

„დავით აღმაშენებლის რეფორმები, რომ გავაანალიზოთ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ“ - გიორგი ქადაგიძე

access_time2019-08-02 21:00:08

დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მეფეა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ერთიანობა.  აღმაშენებელის  მმართველობის პერიოდში არა ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი- სამხედრო და ეკონომიკური რეფორმა გაატარა. საინტერესოა როგორ მიიღებდა 21-ე საუკუნეში მოსახლეობა იმ რადიკალურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა უძლიერესმა მეფემ გაატარა, მოჰყვებოდა თუ არა პროტესტების სერია იმ გადაწყვეტილებებს, რომელმაც წლების წინ ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკური წინსვლა მოუტანა.  სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ფარგლებში სპეციალურ გადაცემა „სირცხვილიაში“. კომერსანტი 2014 წლის ეროვნული  ბანკის ყოფილი პრეზიდენტის  გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ:

 

„დავით აღმაშენებლის რეფორმები, რომ გავაანალიზოთ არა იმ ჭრილში როგორც ჩვენ გვასწავლიან, არამედ ფაქტობრივი მდგომარეობით, მართლა ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაგალითად,დავით აღმაშენებლის დროს ინვესტიციის მოზიდვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იმიტომ, რომ ინვესტიცია განაპირობებს სამუშაო ადგილს. დავით აღმაშენებლის ეპოქაში ინვესტიცია იყო ვაჭრობა,რომელსაც დოვლათი მოჰქონდა. ამ მიზნით დავით აღმაშენებლი ატარებს შემდეგ რეფორმას -შემოაქვს განსხვავებული საგადასახადო პოლიტიკა. ყველაზე უფრო ნაკლებად ბეგრავს ვაჭრებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოში არ არიან, შემდგომ უფრო მეტად ბეგრავს არაბებს და ებრაელებს, ხოლო ქართველ ვაჭრებს ყველაზე მეტად ბეგრავს. წარმოგიდგენიათ, თქვენ რომ დღეს ისეთი საგადასახადო ცვლილებები შევიდეს პარლამენტში, რომელი იტყვის, რომ საქართველოს მოქალაქეები იხდიან უფრო მეტ გადასახადებს, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეები? ამაზე ალბათ რა ამბავი ატყდებოდა.



დავით აღმაშენებელი არის მეფე, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში საკუთარ სახელმწიფოში ყველაზე მეტი უცხოელი ჩამოასახლა, ამდენი უცხოელი არ ჩამოუსახლებია არც ერთ სხვა მონარქს. მოტივაცია იყო ორი: პირველი- ეს არის რეგულარული არმიის შექმნა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი,მეორე -  მოსახლეობის ზრდა, რომელიც ეკონომიკური ზრდის  განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირდება. ქვეყანაში შობადობა და სიკვდილიანობა დაახლოებით ერთნაირია. წელიწადში დაახლოებით 15 000 მოქალაქე ტოვებს საქართველოს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოსახლეობის შემცირებას. ჩვენ თუ ესე გავაგრძელეთ , ეკონომიკის განვითარების ესეთი ტემპი თუ გვქონდა, უნდა გვესმოდეს, რომ დაახლოებით 30-40 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება და მართლა ჩვენი სუვერენული ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


ბაჩო ადამია






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up