„დავაინფიცირებთ თქვენს კონკურენტებს“ - როგორ იყენებენ რუსები Covid-19-ს ფინანსური მოგებისთვის

„დავაინფიცირებთ თქვენს კონკურენტებს“ - როგორ იყენებენ რუსები Covid-19-ს ფინანსური მოგებისთვის

access_time2020-03-25 20:30:06

 მაშინ, როდესაც  რუსეთის მოსახლეობის ნაწილი ახალ რეალობას ეჩვევა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე არსებობს, მეორე ნაწილმა გადაწყვიტა არსებული სიტუაცია სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს. დასუფთევების კომპანიები მოქალაქეებს დამატებით ვირუსის საწინააღმდეგო დეზინფექციას, ხოლო კერძო კლინიკები კი შეშფოთებულ მოსახლეობას ძვირადღირებულ პროცედურებს სთავაზობენ. მოსახლეობის ნაწილმა კი  გადაწყვიტა ბიზნესმენებს „კონკურენტების დაფრთხობის“ სერვისი შესთავაზოს.


 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯანდაცვის ორგანოების თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში შემდეგი შეტყობინება აღმოაჩინეს: „ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, ვესტუმრები თქვენს კონკურენტებს, მათ ოფისებს. შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებას  საეჭვო სიმპტომებით მივმართავთ და ჩვენს ბოლოდროინდელ მარშრუტს გავაცნობთ“.  ასეთი მომსახურების ღირებულება 50 000 რუბლია. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებების შემდეგ გაირკვა, რომ რეკლამის ავტორი ფიტნეს-ინსტრუქტორი იყო.


დაკავებულმა განმარტა, რომ მისი განცხადება მხოლოდ ხუმრობა იყო და ასეთი გზით ცდილობდა ყურადღების მიქცევას  თავისი ძირითადი სერვისის გასაყიდად. ამასთან, მან ხაზი გაუსვა რომ ჩინეთში არასდროს ყოფილა.ამ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოები  იმ ბიზნესმენებს ეძებენ,  რომელთაც შეეძლოთ ინსტრუქტორის შეთავაზებით დაინტერესება.


ახალი სერვისები დასუფთავების კომპანიებმაც მოიფიქრეს, მათ შენობებსა და ოფისებში დამატებით დეზინფექციის ჩატარება დაიწყეს თითქოსდა ვირუსის საწინააღმდეგოდ. „იზვესტია“-ს ცნობით, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა პანდემიის გავრცელების შემდეგ ორჯერ გაიზარდა.


მოსკოვის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურში „სუფთა ქალაქი“ განაცხადეს, რომ ინფექციის გავრცელებასთან ერთად ოფისებისა და ბინების დამუშავებაზე მოთხოვნა 100% ით გაიზარდა. მომსახურების ღირებულება ერთოთახიანი ბინისთვის 10 000 რუბლია.



აღსანიშნავია, რომ ვირუსის განეიტრალებისთვს დასუფთავების კომპანიები ქლორის შემცველ ნივთიერებებს იყენებენ მაშინ, როდესაც რეალური ეფექტი კორონავირუსის  წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ სპეციალურ პრეპარატებს აქვს. „როპოტრებნადზორმა“ მოსახლეობას ამ მომსახურების გამოყენებისგან თავის შეკავება სთხოვა.


ამასთან, გაიზარდა თაღლითობის ფაქტები -  ადამიანები, რომლებიც თავს ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებად ასაღებენ, კარდაკარ დადიან და მოსახლეობას დეზინფექციის სერვისს სთავაზობენ.  


სანკტ-პეტერბურგის კლინიკაში ყველაზე პოპულარული პროცედურა, რომლის გაყიდვაც ხდება, ეს  სრულიად ჩვეულებრივი სისხლის ანალიზია. ადგილობრივი მედიკოსების თქმით,  ვირუსის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ამ გზით შეიძლება. ასეთი გამოკვლევა 2200 რუბლი ღირს .


„როსპოტრებნადზორში“  აცხადებენ, რომ კორონავრუსის საშიშროების შემთხვევაში მოქალაქეს ეკრძალება სამედიცინო დაწესებულებებში სიარული და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. ასეთ შემთხვევაში საკმარისია მათ გამოიძახონ სასწრაფო დამხარება და სიმპტომების შესახებ მათ აცნობონ.


კორონავირუსის დიაგნოსტიკა სპეციალურ ლაბორატორიებში ხდება, ხოლო სისხლის, ცხვირის ნაცხისა და თუ სხვა შეთავაზებული  ანალიზების ჩატარება მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის დროს ხდება.


GAZETA.RU

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up